მთავარისიახლეებისაზოგადოებატრაპზონში გადაბრუნებული ავტობუსის მძღოლი დღეს დაიკითხება

ტრაპზონში გადაბრუნებული ავტობუსის მძღოლი დღეს დაიკითხება

Published on

ტრაპიზონთან მომხდარი ავარიის მონაწილე ავტობუსის მძღოლი რომან ლომიძე, რომელიც  თურქეთში, გორელეს საავადმყოფოში იმყოფება, დღეს დაიკითხება და ამის შემდეგ  ავტოავრიის საქმეს კვალიფილაცია მიენიჭება.
 
უკვე დაიკითხა ავტობუსში მყოფი ყველა პირი, მათ შორის  ისინიც, ვინც  დღემდე   თურქეთის სამ საავადმყოფოში რჩება სამკურნალოდ. 
 
რაც შეეხება რომან ლომიძის ჯანმრთელობის მდგომარეობას, იგი ექიმების მიერ სტაბილურად ფასდება.  შესაბამისად, მისი  საქართველოში დაბრუნების საკითხიც დღეს გადაწყდება.
 
მძღოლის ახლობლების განცხადებით, ავტობუსი ტექნიკურად გამართული იყო და ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი გახდა ის, რომ ავტობუსს მანქანამ გადაუჭრა გზა..  
 
ავტობუსი, რომელსაც "ერისიონთან" არსებული ცეკვის ანსამბლი "ლამპრები" ბულგარეთში გადაჰყავდა, 16 ივლისს, გამთენიისას გზაზე ამოტრიალდა. ავტობუსში 38 ადამიანი, მათ შორის 26 ბავშვი იყო.
ავარიის დროს დაშავებულთა ნაწილი საქართველოში გუშინ და გუშინ წინ დაბრუნდა.

სიახლეები

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...