მთავარისიახლეებისაზოგადოებათბილისში, უზნაძის ქუჩაზე 19 წლის გოგონას მკვლელობაში ეჭვმიტანილი ფოთში დააკავეს

თბილისში, უზნაძის ქუჩაზე 19 წლის გოგონას მკვლელობაში ეჭვმიტანილი ფოთში დააკავეს

Published on

თბილისში, უზნაძის ქუჩაზე 19 წლის გოგონას მკვლელობაში ეჭვმიტანილი ფოთში დააკავეს.  შინაგან საქმეთა სამინისტროში არ აკონკრეტებენ დაკავებულის ვინაობას, მაგრამ  გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია მოკლული გოგონას, ანა ხელაძის ბიძაშვილი. რომელთან ერთადაც  ცხოვრობდა გოგონა თბილისში, დეიდის სახლში 
 
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ამ დროისათვის ცნობილი გახდა მკვლელობის ახალი დეტალები.
 
როგორც საზოგადოებრივს ერთ-ერთმა მეზობელმა განუცხადა, გოგონა დეიდას ბინაში იმყოფებოდა.  მისივე ინფორმაციით, გარდაცვლილის დეიდა ამჟამად ფოთშია, ის გოგონას მთელი დღის განმავლობაში ტელეფონზე ურეკავდა და როდესაც ვერ დაუკავშირდა, მეზობელს სთხოვა, ბინაში მისულიყო და მისი დისშვილი მოენახულებინა.
 
მეზობელი ჟურნალისტებთან საუბარში ამბობს, კარზე დაკაკუნების შემდეგ, ხმა არავინ გასცა. მისივე თქმით, მალევე გარდაცვლილის ორი მეგობარი მოვიდა, ერთ-ერთი მეორე სართულის ფანჯრიდან გადავიდა, ვინაიდან რკინის კარის შემტვრევა შეუძლებელი იყო. ამის შემდეგ რა მოხდა, მეზობელს ინფორმაცია არ აქვს.
 
როგორც მეზობელმა აღნიშნა, გოგონა სტუდენტი იყო და დღეს უნივერსიტეტში გამოცდა უნდა ჩაებარებინა, თუმცა სასწავლებელში არ გამოცხადდა.
 
.

 

სიახლეები

დიდმა ბრიტანეთმა რუსულ საბრძოლო ხომალდზე თვალთვალისთვის დრონი MQ-9B Protector-ი პირველად გამოიყენა

დიდმა ბრიტანეთმა რუსულ საბრძოლო ხომალდზე თვალთვალისთვის დრონი MQ-9B Protector-ი პირველად გამოიყენა - სამეფო საზღვაო...

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის პროტესტი პროკურატურასთან

გარდაცვლილი ახალგაზრდის მშობლები ყოველ ორშაბათს გენერალურ პროკურატურასთან მიდიან მოთხოვნით - დაიწყოს საქმის ხელახალი გამოძიება ...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 7 პირი დააკავეს -...

კონგოში ებოლას ეპიდაფეთქებას 5 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

კონგოში ებოლას ეპიდაფეთქებას 5 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა - 26 პროვინციიდან 8 უკვე ინფიცირებულია,...