მთავარისიახლეებიმსოფლიოკონგოში ებოლას ეპიდაფეთქებას 5 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

კონგოში ებოლას ეპიდაფეთქებას 5 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

Published on

კონგოში ებოლას ეპიდაფეთქებას 5 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა – 26 პროვინციიდან 8 უკვე ინფიცირებულია, ხოლო დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 10 300-ს აჭარბებს.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ოფიციალური პირების განცხადებით, ეპიდაფეთქება, რომელიც მაისში დაიწყო, აგვისტოში ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მომაკვდინებელი გახდა. ამჟამად სიკვდილიანობის მაჩვენებელი 48.6%-ს შეადგენს.
ბოლო მონაცემებით, ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ეპიდემიის ეპიცენტრი კვლავ ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე იტურის პროვინციაში რჩება. ეს ტერიტორია კონფლიქტის ზონაა, რაც ვირუსის ლოკალიზებას მნიშვნელოვნად ართულებს. ინფიცირების შემთხვევები ასევე დადასტურდა კენიაში, ნიგერიასა და უგანდაში.
გაეროს ცნობით, ეს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას რიგით მე-17 ეპიდაფეთქებაა და სიდიდით მეორეა მსოფლიო ისტორიაში.

სიახლეები

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 7 პირი დააკავეს -...

„მზად ვარ, პუტინს თურქეთში შევხვდე“ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან პირდაპირი შეხვედრის გამართვის ინიციატივით გამოდის. მისი...

სასკოლო ფორმების გაყიდვა დღეიდან იწყება

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმების შეძენა დღეიდან იქნება შესაძლებელი. ინფორმაციას შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ ავრცელებს. უწყების...

REUTERS-ის წყაროების ცნობით, პენტაგონმა ბალტიისპირეთის ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთთან დაკავშირებით რიტორიკა შეარბილონ

პენტაგონის მაღალჩინოსნებმა ბოლო კვირების განმავლობაში NATO-ს რამდენიმე ქვეყანას სთხოვეს, შეარბილონ თავიანთი რიტორიკა რუსეთის მხრიდან...