მთავარიUncategorizedარის თუ არა შეთანხმების შანსი საქართველოს მთავრობასა და კომპანია ENKA-ს შორის?

არის თუ არა შეთანხმების შანსი საქართველოს მთავრობასა და კომპანია ENKA-ს შორის?

Published on

 

საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო კომპანია ENKA-ს მიერ ნამახვანჰესის ხელშეკრულების გაწყვეტასთან დაკავშირებით  ავრცელებს განცხადებას,  ENKA-ს მიერ  ხელშეკრულების მოშლასთან დაკავშირებით.

განცხადებაში წერია, რომ ეკონომიკის სამინისტრო მომდევნო ერთი თვის განმავლობაში კვლავ განაგრძობს კომუნიკაციას ინვესტორ კომპანიასთან.

,,მთავრობის მხრიდან კეთდება ყველაფერი, რათა მოიხსნას კითხვები პროექტის შესახებ, მეტიც, ამისათვის მივმართეთ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ მედიატორს – ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების განხილვის საბჭოს და მასში ჩართვის მიზნით მოვიწვიეთ ნამახვანის პროექტით დაინტერესებული ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია და საზოგადოებრივი ჯგუფი. იმედი გვაქვს, რომ პროცესი პოზიციების დაახლოებითა და რაც მთავარია, საქართველოს სახელმწიფოს სასარგებლოდ გადაწყდება.

ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს პროექტი არის კომპლექსური და ამდენად, ინვესტორები მსგავსი  პროექტის განხორციელებისას არაერთ სირთულეს აწყდებიან. თუმცა ისიც ცხადია, რომ პროექტი არ არის მარტივი, მას აქვს ეკოლოგიური, სოციალური და ტექნიკური ხასიათის გამოწვევები და ამდენად, როგორც მთავრობის, ასევე ინვესტორის ვალდებულებაცაა, რომ საჭიროების შემთხვევაში, პროექტში შემავალი ცალკეული მახასიათებლების ხელახალი შესწავლა გაიმართოს.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ – ჩვენთვის მნიშვნელოვანია როგორც უშუალოდ ნამახვანი ჰესების კასკადის პროექტი, ასევე ზოგადად ნებისმიერი ინვესტორის ინტერესი, ამიტომ მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ჩვენ აუცილებლად განვაგრძობთ კომუნიკაციას ინვესტორ კომპანიასთან, რათა გამოინახოს სწორი და რაც მთავარია, სახელმწიფოებრივად გამართლებული გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენს საინვესტიციო გარემოს არ დააზიანებს და ამავე დროს, პროექტთან დაკავშირებულ ყველა კითხვას საბოლოოდ მოხსნის” – ამბობს ნათია თურნავა

 

 ENKA-ს გადაწყვეტილებასრიონის ხეობის მცველი, ვარლამ გოლეთიანი ეხმაურება, რომლის მიხედვითაც კომპანია საქართველოსთან ხელშეკრულებას წყვეტს და ნამახვანჰესს აღარ ააშენებს

საბოლოოდ ველოდებით დადასტურებას, რამდენად სიმართლეა, იმიტომ რომ ოფიციალური უწყებები ამასთან დაკავშირებით განმარტებებს არ აკეთებენ. არც ენკას უთქვამს ჯერ თავად და არც ეკონომიკის სამინსიტროს, რომ ნამდვილად გაწყდა ეს ხელშეკრულება. ამიტომ, არ გვინდა, ისე გამოვიდეს, რომ მოვლენებს წინ გავუსწროთ. თუმცა სხვადასხვა სანდო წყაროდანაც გავრცელდა, რომ ხელისუფლებასა და ენკას შორის ხელშეკრულება გაწყდა. ჩვენ ჩვეულებრივ ვრჩებით ხეობაში იქამდე, ვიდრე არ დაიწყება აქედან უშუალოდ ტექნიკის გაყვანის პროცესი და ამას არ დავაკვირდებით ჩვენი თვალით, რადგან სიტყვაზე ნდობა, რომ გადის, ჩვენ დავიშალოთ და წავიდეთ, არ იქნება სწორი და საქმისთვის მიზანშეწონილი.

სიახლეები

ავსტრიამ ოთხი რუსი დიპლომატი გააძევა

Reuters-ის ინფორმაციით, ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნიდან ოთხი რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ძირითადი დეტალები: მიზეზი:...

The Economist: ტრამპის 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა საშიშია უკრაინისთვის, ევროპისა და აშშ-ისთვის

გავლენიანი გამოცემა The Economist-ი ავრცელებს სტატიას, სადაც დონალდ ტრამპის მიერ მხარდაჭერილ 28-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას...

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - განცხადებას პროკურატურა ავრცელებს და...

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ორშაბათს, 14:00 საათზე განახლდება

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ორშაბათს, 14:00 საათზე განახლდება. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის,...