მთავარისიახლეებიეკონომიკანამახვანჰესი აღარ აშენდება - "ენკა" საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულებას წყვეტს

ნამახვანჰესი აღარ აშენდება – “ენკა” საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულებას წყვეტს

Published on

კომპანია ENKA საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულებას წყვეტს და ნამახვანჰესს აღარ ააშენებს. ამაზე სტამბულის საფონდო ბირჟაზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

“ENKA Renewables LLC-მა აცნობა საქართველოს მთავრობას, რომ შეწყდეს მშენებლობა-ექსპლუატაციის შეთანხმება, რომელიც ხელმოწერილი იყო 2019 წლის 25 აპრილს ნამახვანჰესის კასკადის პროექტის მშენებლობის, ექსპლუატაციისა და ფლობის შესახებ, კონტრაქტის პირობების დარღვევისა და ფორსმაჟორის გამო”, — წერია განცხადებაში.

ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის პროექტი საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ყველაზე მსხვილი ენერგეტიკური პროექტია, იგი 800 მილიონ აშშ დოლარამდე მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით ხორციელდება.

ახლა ცნობილი გახდა, რომ კომპანია ENKA – მ ნამახვენჰესის მშენებლობა, რომელსაც ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა, 3-თვიანი დახურული მოლაპარაკებების შემდეგ ხელისუფლებასთან მედიაციის პროცესი დატოვა. მედიაცია პარტნიორ ქვეყნებთან ერთად მიმდინარეობდა.

ნამახვანჰესის მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი რამდენიმე თვე უწყვეტად აპროტესტებდა. რიონის ხეობაში არაერთხელ გაიმართა აქციები. თავდაპირველად აქტივისტები ჰესის მშენებლობას სოფელი ნამოხვანიდან აპროტესტებდნენ, მათ ადგილზე კარვები ჰქონდათ გაშლილი. ისინი ამბობდნენ, რომ ეკოლოგიური საფრთხის გარდა, მთავრობამ მშენებელ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულებით სახელმწიფო ინტერესები დათმო. მოგვიანებით მათ აქციები გამართეს თბილისშიც.

რიონის ხეობის აქტივისტებისგან განსხვავებით, ნამახვანჰესის კასკადის აუცილებლობასა და წარმატებაზე საუბრობდა ხელისუფლება. ეკონომიკის სამინისტროს არაერთხელ განუცხადებია, რომ ეს პროექტი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისკენ და უსაფრთხოებისკენ ერთ-ერთი აუცილებელი ნაბიჯია.

“ვალდებულებათა უმრავლესობა ეხება საქართველოს მთავრობას”, “საჭიროა დამატებით შეფასდეს შესაბამისი უწყებების მიერ”, “მოკლებულია ლოგიკურ საფუძველს” — ეს ფრაზები, რომელიც გასაჯაროებულ დოკუმენტში იკითხება, სავარაუდოდ, იუსტიციის სამინისტრომ საქართველოს მთავრობას, კერძოდ , ეკონომიკის მინისტრის მაშინდელ მოადგილეს, ნათია თურნავას მისწერა.

სიახლეები

ევროკავშირმა ნავალნის მოწამვლაში მონაწილეობისთვის ექვს რუს პირს სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა დღეს რუსეთის ექვს მოქალაქეს, რომლებიც ქიმიური იარაღის, კერძოდ ეპიბატიდინის, შემუშავებასა და მოკლული რუსი...

3 ივლისის დღის ბოლოდან 5 ივლისამდე მთიან რეგიონებში წვიმაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 ივლისის დღის ბოლოდან 5 ივლისამდე საქართველოს მთიან რაიონებში მოსალოდნელია...

TI- ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა 8 ახალი ავტომობილი შეიძინა, რაშიც გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან 492 390 ლარი დახარჯა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა ბოლო ერთ წელიწადში 8 ახალი ავტომობილი შეიძინა, რაშიც გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან 492...

აბაშაში საქართველოს ბანკში კაცი შეიჭრა და სანადირო თოფიდან გაისროლა-დაკავებულია ერთი პირი

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. შსს-ის ინფორმაციით, ბრალდებული მიმდინარე წლის...