მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველოში 15 ოქტომბრამდე სინოპტიკოსები ცვალებად ამინდს პროგნოზირებენ

საქართველოში 15 ოქტომბრამდე სინოპტიკოსები ცვალებად ამინდს პროგნოზირებენ

Published on

10 ოქტომბერს აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთაში თოვლია მოსალოდნელი. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის გრძელვადიანი პროგნოზების სამმართველოში აცხადებენ, ამ დროისთვის შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ასევე დასავლეთ საქართველოს თითქმის ყველა რაიონში წვიმს. თუმცა წვიმის ნალექის ინტენსივობა დღის განმავლობაში თანდათან შესუსტდება. 
ხვალ დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმა შენარჩუნდება. დღისით იწვიმებს აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში. დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის საშუალო ტემპერატურა 22 გრადუსამდე აიწევს. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი 17 გრადუსამდე იქნება. თბილისში ხვალ წვიმა და ნისლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერრატურა კი, 16 გრადუსი იქნება. 
10 ოქტომბერს, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში კვლავ იწვიმებს და ტემპერატურა დღისით დაბლობში 18 გრადუსი იქნება. წვიმაა მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონშიც, მაღალმთაში კი ზოგან იქნება თოვლი. კერძოდ, გუდაურში, ბაკურიანში კი თოვლჭყაპია მოსალოდნელი. 
10 ოქტომბერს როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოს ბარში დღისით 19 გრადუსი იქნება. 
თბილისში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა და ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა დღისით 17 გრადუსი დაფიქსირდება. 
10 ოქტომბერს მაღალმთაში ღამით ტემპერატურა -1+4, ხოლო დღისით +4;+9 გრადუსი დაფიქსირდება.
11 ოქტომბერს გამოიდარებს და ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 23 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთში _ 21 გრადუსი. თბილისში 18 გრადუსი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
11 ოქტომბერს აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთაში აცივდება და დღისით ყინვები დაფიქსირდება. კერძოდ, -5;0. დასავლეთ საქართველოში ღამით მაღალმთაში -3+2 და უნალექო ამინდი იქნება. 11 ოქტომბერს ღამით ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +8;+13; ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +3;+8 გრადუსია მოსალოდნელი; თბილისში ღამით ტემპერატურა 8 გრადუსი იქნება. 
12 ოქტომბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონებში კვლავ იწვიმებს. სინოპტიკოსები 15 ოქტომბრამდე ცვალებად ამინდებს პროგნოზირებენ. შემდეგ კი გამოიდარებს.

სიახლეები

Apple-მა App Store-იდან წაშალა რუსული VK-ს აპლიკაციები, როგორიცაა Odnoklassniki

Apple-მა App Store-იდან კომპანიის აპლიკაციები წაშალა, მათ შორის, Odnoklassniki, Mail.ru, VK Music, VK Dating...

რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა აგრესიულ ეტაპზე გადავიდა – SJC

სოციალური სამართლიანობის ცენტრის (SJC) განცხადებით, ბოლო პერიოდში რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა...

ზელენსკი- ბელარუსში გაითიშა სისტემა, რომელიც უკრაინაზე იერიშების კორექტირებას ახდენდა

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამ კვირის დასაწყისიდან ბელარუსისა და უკრაინის საზღვარზე არსებულმა რუსულმა აპარატურამ, რომელიც...

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა. რეზოლუციას მხარი საპარლამენტო ასამბლეის 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხუთი...