მთავარისიახლეებისპორტინონა გაფრინდაშვილის ბრალდება უსაფუძვლოა -აცხადებს "Netflix-ის ოფიციალური წარმომადგენელი

ნონა გაფრინდაშვილის ბრალდება უსაფუძვლოა -აცხადებს “Netflix-ის ოფიციალური წარმომადგენელი

Published on

Netflix-ი, რომელსაც  ნონა გაფრინდაშვილმა უჩივლა სერიალ Queen’s Gambit-ში ნათქვამი ტექსტის გამო,  მის ბრალდებას განცხადებით გამოეხმაურა.

სტრიმინგის სერვისის ოფიციალური წარმომადგენელი წერს – “უდიდეს პატივს ვცემთ ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილს და მის კარიერულ მიღწევებს, მაგრამ ჩვენი აზრით, ბრალდება უსაფუძვლოა და თავს ბოლომდე დავიცავთ”.

ფილმში  მოსკოვის საჭადრაკო ტურნირის კომენტატორი მთავარ პერსონაჟზე საუბრისას ამბობს:“ერთადერთი უცნაური რამ მის შესახებ მისივე სქესია, თუმცა რუსეთში მას ეს უნიკალურად არ აქცევს. არსებობს ნონა გაფრინდაშვილი, თუმცა ის არის ქალი მსოფლიო ჩემპიონი, რომელსაც არასდროს უთამაშია კაცი მოჭადრაკის წინააღმდეგ”.

ნონა გაფრინდაშვილის ინტერესებს იურიდიული კომპანია BLB იცავს. ისინი სარჩელში წერენ, რომ კომენტატორის ნათქვამი ტყუილია და სექსისტური.

“ბრალდება, რომ გაფრინდაშვილს არასდროს უთამაშია კაცი მოჭადრაკის წინააღმდეგ არის ცხადი ტყუილი, უკიდურესად სექსისტური და დამამცირებელი.

1968 წლისთვის, ანუ მაშინ, როდესაც ეპიზოდში მოქმედება ხდება, მას სულ მცირე 59 კაცი მოჭადრაკის წინააღმდეგ ჰქონდა თამაში ჩატარებული, მათ შორის სულ მცირე ათი დიდოსტატი იყო”, – წერია სარჩელში.

წყარო: Ladbible

სიახლეები

აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის აეროპორტში დაეშვა

აშშ-ის საჰაერო ძალების Boeing C-17 Globemaster III სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა. ამის...

ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს გაიმართება

ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს, 11 საათზე გაიმართება. დღევანდელ პროცესს არ ესწრებოდა ბრალდებული...

29 481 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა-ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს - ირკვევა, რომ 2026 წელს ერთიანი...

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდა, თანხას კი ისაკუთრებდა....