მთავარისიახლეებისაზოგადოებახონის ტყეში ქურდულ გარჩევას სროლა მოჰყვა- timer.ge

ხონის ტყეში ქურდულ გარჩევას სროლა მოჰყვა- timer.ge

Published on

როგორც “თაიმერისთვის” ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, გუშინ ხონის რაიონში, ივანდიდის ტყეში მწყემსებმა ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრილი იპოვეს. მას პირის ღრუში ნასროლი ჰქონდა იარაღი. “თაიმერის” ინფორმაციით, დაჭრილი გვარად მანჯგალაძეა, რომელიც სოფელ დიდ ჯიხაიში ცხოვრობს. დაზარალებული გადაყვანილ იქნა ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში.როგორც “თაიმერის” წყარო აცხადებს, დაჭრას წინ უძღოდა ე.წ. ქურდული გარჩევა. წყაროს ცნობით, დაჭრილი სასტიკი ნაცემიც იყო.როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში “თაიმერის”განუცხადეს , გამოძიება 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო პროცესი. დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სიახლეები

ღარიბაშვილების ოჯახს სახელმწიფო დაცვა მოუხსნეს

დღეს ცნობილი გახდა რომ ღარიბაშვილების ოჯახს სახელმწიფო დაცვა აღარ ჰყავს. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის...

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის ვიზებს აწესებს

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის ვიზებს აწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია საგარეო...

ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა – სააკაშვილი

“ნახეთ რა მომხდარა - ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა. ხოდა ახლა პატრონი...

უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...