მთავარისიახლეებიეკონომიკაგაზის სამომხმარებლო ტარიფი თბილისსა და რეგიონებში შეიძლება გაიზარდოს

გაზის სამომხმარებლო ტარიფი თბილისსა და რეგიონებში შეიძლება გაიზარდოს

Published on

გაიზრდება თუ არა გაზის სამომხმარებლო ტარიფი თბილისსა და რეგიონებში?
 
 დღეს სემეკის" სხდომაზე  ტრანსპორტირების კომპანიისათვის გაზის ტარიფის შესაძლო ზრდაზე მსჯელობენ.
 
საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრები ამბობენ, რომ ტარიფი 2000 წლიდან არ გადახედილა, თუმცა კომისიის წევრი გოჩა შონია წინასწარი პროგნოზისგან თავს იკავებს.
შონია ამბობს, რომ საკითხზე მსჯელობა აუცილებელია, რადგან წლების განმავლობაში შეიცვალა პირობები და ასევე შეიცვალა ტარიფის სტრუქტურაც.
 
„ტრანსპორტირების კომპანიას რაც შეეხება, მისი ტარიფი არ გადათვლილა გაცილებით უფრო დიდი ხნის განმავლობაში, დაახლოებით 2000 წლიდან. რაც შეეხება სამომხმარებლო ტარიფებს, მინდა გითხრათ, რომ ასევე არ გადახედილა ამ გამანაწილებელი კომპანიებისთვის ტარიფები დაახლოებით ათი წელია. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ამ ტარიფების სტრუქტურა შეიცვალა ამ წლების განმავლობაში, რადგან შეიცვალა ზოგადად პირობები,“ – აცხადებს გოჩა შონია.
 
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფზეც იმსჯელებს. საუბარია, როგორც თბილისის ასევე, რეგიონებისთვის მიმწოდებელ კომპანიებზე.
დღეს მოქმედი ტარიფის მიხედვით, ფიზიკური პირები 1 კუბურ მეტრ ბუნებრივ აირში 45,6196 თეთრს იხდიან, იურიდიული პირები – 75 თეთრს.

 

 

 

სიახლეები

ბურჭულაძეს საპროცესო გაუფორმდა იმ საქმეზე, რომელზეც 10-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი

თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს კიდევ ერთი საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. ამჯერად საუბარია იმ საქმეზე,...

მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს

მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს. ამის შესახებ ივანიშვილის მთავრობის განკარგულებაშია ნათქვამი, რომელიც 8 სექტემბრით...

თორნიკე რაზმაძე სასამართლო პროცესის გახსნას ითხოვს

ბლოგერ თორნიკე რაზმაძეს სოცქსელში დაწერილი კომენტარისთვის სასამართლოში დაბარებული თორნიკე რაზმაძე მისი  პროცესის გახსნას ითხოვს....

სუს-ის უფროსმა თანამდებობა დატოვა

“მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა. პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას...