მთავარისიახლეებიპოლიტიკამეგის ქარდავები ხართ ყველანი- დიტო სამხარაძე

მეგის ქარდავები ხართ ყველანი- დიტო სამხარაძე

Published on

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი წევრი, დიტო სამხარაძე არ გამორიცხავს, რომ მომავალ კვირაში ფარული ჩანაწერები ისევ გავრცელდეს. ამ თემაზე მან რეგიონებში მხარდამჭერებთან, შტაბის წევრებთან და მერობის კანდიდატებთან შეხვედრის დროს ისაუბრა.

სამხარაძეს “მთავარ არხზე” თავდასხმა და ჟურნალისტის მიმართ აგრესია არც ამჯერად დავიწყებია.

“თქვენი ტყუილები, თქვენი წარსული, რომელიც ყველამ იცის კარგად და უფრო კარგად გაიხსენებს, არის ყველაფერი ტყუილზე აგებული. მეგის ქარდავას ტელევიზია ხარ, მეგის ქარდავას პარტიის წევრი ხარ და მეგის ქარდავები ხართ ყველანი. მე ქართული ოცნების ჯარისკაცი ვარ, იმ პარტიის ჯარისკაცი ვარ, რომელმაც მეგის ქარდავასნაირები და სააკაშვილისნაირები ალაგმა ამ ქვეყნიდან და შენი მეგის ქარდავას ტელევიზიის ჟურნალისტი ხარ, რომელიც ბრძოლობ, რომ ესენი დააბრუნო”, – თქვა დიტო სამხარაძემ.

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...