მთავარისიახლეებისაზოგადოებაანიტა რაჭველიშვილის ჰაეროვანი კოცნა გერგიევს

ანიტა რაჭველიშვილის ჰაეროვანი კოცნა გერგიევს

Published on

,,ოლმედიას'' ცნობით, ქართველმა მეცო-სოპრანომ ანიტა რაჭველიშვილმა პარიზში ვალერი გერგიევის დირიჟორობით გამართულ კონცერტში მიიღო მონაწილეობა და სხვა მომღერლებთან ერთად ბასტილიის აღების დღის აღსანიშნავად "მარსელიოზა" შეასრულა. 
 
ვიდეოში, რომელიც ინტერნეტში გავრცელდა, ჩანს ასევე, როგორ უგზავნის სიმღერის დამთავრების შემდეგ ჰაეროვან კოცნას რაჭველიშვილი გერგიევს. 
 
შეგახსენებთ, ვალერი გერგიევმა 2008 წლის 20 აგვისტოს ცხინვალში კონცერტი გამართა და სიტყვითაც გამოვიდა, სადაც ქართული არმიის აგრესია დაგმო.
 
გერგიევი ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულ ხელოვანადაა მიჩნეული, სწორედ ამ მიზეზით ცნობილმა ქართველმა პიანისტმა ხატია ბუნიათიშვილმა უარი თქვა მასთან ერთად კონცერტში მონაწილეობაზე:
"ის პუტინის მეგობარია, მასთან ერთად არ დავუკრავ", – განაცხადა ხატია ბუნიათიშვილმა.
 

სიახლეები

შსს- ფარტენაძე პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის არის დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე, დაკავებულია პოლიციელის მიმართ...

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე დაკავებულია კაცი, რომელმაც ნაცნობს ბანკიდან 30 ათასი დოლარის...

დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე

“დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე. მისი დაკავება მოხდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე...

კაია კალასი მასშტაბურ სანქციებს აანონსებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებისთვის ემზადება. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს,...