მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქართველოში დღეს უკრაინის პრეზიდენტი ჩამოდის

საქართველოში დღეს უკრაინის პრეზიდენტი ჩამოდის

Published on

საქართველოში დღეს უკრაინის პრეზიდენტი ჩამოდის. ეს პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს პირველი ოფიციალური ვიზიტია საქართველოში.​
 
პეტრო პოროშენკოს მეუღლესთან და სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად, თბილისში დღის მეორე ნახევარში ელოდებიან.
 
საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში საპატიო სტუმრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ხვალ იგეგმება, რის შემდეგაც ორი ქვეყნის პრეზიდენტები ერთმანეთს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდებიან. გაფართოებული შეხედრის შემდეგ პრეზიდენტები ქართველი და უცხოური მედიის წამომადგენლებისათვის განცხადებებს გააკეთებენ და მათ შეკითხვებს უპასუხებენ. პრესკონფერენციამდე სასახლეში ორმხრივ დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართება.
 
 პრეზიდენტის ადმინისტრაციის მერ გავრცელებული ცნობით,  ხვალ პეტრო პოროშენკო საქართველოს პრეზიდენტთან ერთად სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ხაზს ეწვევა.
 
სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, იგეგმება პეტრო პოროშენკოს შეხვედრები პრემიერმინისტრთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან.
 
უკრაინის პრეზიდენტი, სახელმწიფო დელეგაციის შემადგენლობაში მყოფ უკრაინელ ბიზნესმენებთან ერთად, საქართველო – უკრაინის ბიზნესფორუმის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში პეტრო პოროშენკო 19 ივლისს სვანეთს და აჭარას ესტუმრება. ბათუმში უკრაინის პრეზიდენტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს ზურაბ პატარაძეს შეხვდება.
 
პეტრო პოროშენკო გიორგი მარგველაშვილთან ერთად საქართველო – უკრაინის საინვესტიციო ფორუმს გახსნის და მის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.
 
სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, პეტრო პოროშენკო სვანეთსა და აჭარას ესტუმრება.
 
.
 
 

სიახლეები

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა - ინფორმაციას BMG ავრცელებს...

ყალბი დოკუმენტაციით 450 900 აშშ დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და...

დიუშენის კუნთოვანი დისტრიფიის მედიკამენტს სახელმწიფო იტალიური კომპანიისგან შეიძენს

დიუშენის კუნთოვანი დისტრიფიის მედიკამენტ ჯივინოსტატს სახელმწიფო იტალიური კომპანიისგან შეიძენს - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა...

ბოკუჩავა განმარტავს, რატომ ვერ დაესწრო ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას

ენმ-ს თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ვერ დაესწრო....