მთავარისიახლეებისაზოგადოებაავტოსკოლებში პრაქტიკული სწავლების საფასური იზრდება

ავტოსკოლებში პრაქტიკული სწავლების საფასური იზრდება

Published on

 საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, შეიქმნება ახალი ერთიანი სტანდარტი, რომლის საფუძველზეც ლიცენზირებულმა ავტოსკოლამ კვალიფიციური მძღოლის მომზადება უნდა შეძლოს. ცვლილებებს თავად ავტოსკოლების წარმომადგენლებიც მიესალმებიან. თუმცა, ავტოსკოლა ,,ავტოექსპერტის'' ინსტრუქტორი იური სამაკაშვილი აღნიშნავს, რომ ლიცენზირების შედეგად პრექტიკული სწავლების საფასურიც გაიზრდება.
 
ავტოსკოლების ლიცენზირების საკითხზე შინაგან საქმეთა სამინისტრო მუშაობს
 
არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები თვლიან, რომ საქართველოში ავტოსკოლების ლიცენზირების საკითხი სწრაფად უნდა მოგვარდეს. მათი განმარტებით, დღეისათვის ავტოსკოლების უმრავლესობაში სწავლება მხოლოდ საბაზისო დონეზე მიმდინარეობს და რეალური მართვის უნარების გამომუშავება თითქმის შეუძლებელია. მათივე ინფორმაციით, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა ევროპაში, სადაც ავტოსკოლების ლიცენზირება სავალდებულო არ არის. 
 
ავტოსკოლების ლიცენზირება, სავარაუდოდ, მართვის მოწმობის აღების პრაქტიკული ნაწილის ქალაქში გადატანის პარალელურად, 2018 წლის იანვრიდან განხორციელდება.
 
 

სიახლეები

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა - ინფორმაციას BMG ავრცელებს...

ყალბი დოკუმენტაციით 450 900 აშშ დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და...

დიუშენის კუნთოვანი დისტრიფიის მედიკამენტს სახელმწიფო იტალიური კომპანიისგან შეიძენს

დიუშენის კუნთოვანი დისტრიფიის მედიკამენტ ჯივინოსტატს სახელმწიფო იტალიური კომპანიისგან შეიძენს - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა...

ბოკუჩავა განმარტავს, რატომ ვერ დაესწრო ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას

ენმ-ს თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ვერ დაესწრო....