მთავარისიახლეებიგაანადგურეთ არსებული ჩანაწერები - ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე მომუშავე ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება

გაანადგურეთ არსებული ჩანაწერები – ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე მომუშავე ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება

Published on

საქართველოში მოქმედი ფსიქიკური ჯანმრთელობის დარგში მომუშავე პროფესიული ასოციაციები სუს-ს მხრიდან ფსიქიკური სერვისების შესაძლო მოსმენაზე შეშფოთებას გამოხატავენ და ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

ხელმომწერი ორგანიზაციები ხელისუფლებას მოუწოდებენ – აღკვეთოს მოსმენების უკანონო და მანკიერი პრაქტიკა, გაანადგუროს არსებული ჩანაწერები, გამოიძიოს ამ პრობლემის ფესვები და მოახდინოს ცვლილებები.

“გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შესაძლოა ქვეყანაში ისმინება და შესაბამისად, არ არის დაცული ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების – ფსიქოლოგიური კონსულტირების, ფსიქოთერაპიის, ფსიქიატრიული დახმარების – უსაფრთხოება. ეს დიდ ზიანს აყენებს იმ ადამიანებს, ვინც დახმარებისთვის მიმართავს შესაბამის მომსახურებასა და სპეციალისტებს, და შესაძლოა ტრაგიკულ შედეგებამდე მიგვიყვანოს. ეს, ასევე, ზიანს აყენებს ზოგადად ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული დახმარების საქმეს, რამდენადაც ფსიქიკური ჯანმთელობის მომსახურების საბაზო ეთიკური წესების განხორციელებს შეუძლებელს ხდის.

ეს არაჯანსაღი პრაქტიკა კონფლიქტშია კანონთან პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პესონალური მონაცემების ხელყოფა და ზოგადად ადამიანის უფლებების კონვნენციასთან”, – წერია განცხადებაში.

ხელმომწერი ასოციაციები და ორგანიზაციები:

GIP გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში
GCRT წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინორეაბილიტაციის ცენტრი
საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოება
GABP საქართველოს სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის ასოციაცია
საქართველოს იმდიარ საზოგადოება
სუპერვიზიის და კონსულტირების საქართველოს საზოგადოება
ხელმომწერი ორგანიზაციების სია განახლებადია.

ცნობისთვის, 13 სექტემბერს, ინტერნეტსივრცეში ფარული მიყურადების შესახებ მორიგი ინფორმაცია გავრცელდა. ჩანაწერები 2014-2021 წლებს მოიცავს. ჩანაწერების მიხედვით უსმენდნენ სასულიერო პირებს, პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს თუ სხვა. გამოქვეყნებულ ფაილებში ასახული საუბრების შინაარსი მოქმედი პირების ნაწილმა უკვე დაადასტურა.

ამავე თემაზე და სუს-ში მოქმედ სქემაზე ნიკა გვარამიას “მთავარ აქცენტებში” უწყების მოქმედმა თანამშრომელმა ისაუბრა. მან დაადასტურა, რომ სუს-ს არაერთი თანამშრომელი ჰყავს, რომლებიც კონკრეტული ინტერესის მიხედვით პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, ექიმებს, ფსიქოლოგებს, ფსიქიატრებს სასულიერო პირებს თუ სხვა სფეროში დასაქმებულებს უსმენს.

სიახლეები

აშშ-მა სირიაში ISIS-ის სამიზნეებზე საჰაერო იერიშები მიიტანა

შაბათს აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა, რომ თებერვლის დასაწყისში აშშ-მ სირიაში ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" 30-ზე...

სიმონ ჯანაშიამ ირაკლი კობახიძეს დისკუსიასა და დებატებს შორის სხვაობა აუხსნა და პოლიტპატიმართა ფოტოებიც გადასცა

„იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარტიის „თავისუფლების მოედანი“ წარმომადგენელმა სიმონ ჯანაშიამ განაცხადა, რომ...

მარნეულში მოუწოდეს, ფიზიკურად დაუდგნენ გვერდში ხამენეის

თებერვლის დასაწყისში მარნეულში მდებარე იმამ ალის მეჩეთში ქადაგებისას ახუნდმა, ანუ სჯულის მცოდნემ, ჰაჯი ჰაჯიევმა ახლო აღმოსავლეთში...

სომხეთის კათოლიკოსის გარეგინ II მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ადვოკატ არა ზოჰრაბიანის ინფორმაციით, სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის პატრიარქ-კათალიკოსის, გარეგინ მეორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე...