მთავარისიახლეებიმსოფლიოაშშ-მ შესაძლოა უკრაინას რკინის გუმბათი მიჰყიდოს ან გადასცეს

აშშ-მ შესაძლოა უკრაინას რკინის გუმბათი მიჰყიდოს ან გადასცეს

Published on

აშშ-ს კონგრესში არსებობს ინიციატივა, გაიზარდოს აშშ-ს მიერ უკრაინის მხარდაჭერა, კერძოდ კი ცვლილებები შევიდეს 2022 წლის თავდაცვის კანონპროექტში, რაც ბაიდენის ადმინისტრაციას დააკისრებს უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემები მიჰყიდოს ან გადასცეს, მათ შორის, შესაძლოა, რკინის გუმბათის საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელიც ამჟამად აშშ-ს არმიას აქვს. – წერს ამერიკული მედია Politico.

2022 წლის თავდაცვის პოლიტიკის კანონპროექტის კონგრესის შეიარაღების სამსახურის კომიტეტის ვერსიაში გაწერილია პუნქტი, რომელიც პენტაგონისგან მოითხოვს, კონგრესს წარუდგინოს დეტალური ანგარიში, რომელშიც გაწერილი იქნება უკრაინისთვის ისეთი სისტემების მიყიდვის ან გადაცემის შესაძლებლობა, რომლებიც უახლოეს მომავალში არ იქნება გამოყენებული აშშ-ს მიერ.

რკინის გუმბათი ისრაელში 2011 წლის შემდეგ გამოიყენება. ის კომპანიების Rafael-ისა და Raytheon-ის მიერ არის შემუშავებული და მოკლე მანძილის რაკეტების წინააღმდეგ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი თავდაცვის სისტემაა. ისრაელის სამხედრო ძალების თანახმად, ბოლო წლების განმავლობაში რკინის გუმბათმა ისრაელის მიმართულებით გასროლილი რაკეტების 90% გაანეიტრალა.

როგორც Politico წერს, რომ აშშ-ს რკინის გუმბათის ორი გამშვები ბატარეა შეიძინა, რომლის გამოყენების დაწყებაც მომავალი წლიდან იგეგემება, მაგრამ არმიას პრობლემები შეექმნა სისტემის ინტეგრირების პროცესში. რკინის გუმბათის დიზაინი აშშ-ს არმიის ახალი საკონტროლო სისტემებისთვის არ არის შემუშავებული, რაც საჭიროების შემთხვევაში მათ საზღვრებს გარეთ გამოყენებას ართულებს.

გამოცემის თანახმად, 2022 წლის თავდაცვის კანონპროექტის წარმომადგენელთა პალატის კომიტეტის ვერსია, არ აზუსტებს, კონკრეტულად რა შეიარაღება უნდა გადაეცეს უკრაინას, მაგრამ კონგრესის თანამშრომლის თქმით, საუბარი არსებულ სისტემებზე, მიანიშნებს, რომ ყველაზე მოსალოდნელია უკრაინას სწორედ რკინის გუმბათის გამშვები ბატარეები გადაეცეს.

ბოლო თვეებში, უკრაინის ხელისუფლება აჩვენებს, რომ მზადაა შეიარაღების გაძლიერებას მეტი ყურადღება დაუთმოს. მაისში უკრაინის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ თავდაცვის ყოველწლიურ ბიუჯეტს გაზრდის. უკრაინის თავდაცვის მინისტრის ანდრეი ტარანის თქმით, მისი სურვილია გაზრდილი ბიუჯეტის ნაწილი საჰაერო თავდაცვის ახალ სისტემებზე, მათ შორის, შესაძლოა, რკინის გუმბათზეც დახარჯოს.

Politico აღნიშნავს, რომ კიევის სურვილი ვაშინგტონში უყურადღებოდ არ დარჩენილა.

სიახლეები

ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა

სასამართლომ ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა - გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე...

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა - ამის შესახებ სასამართლო სხდომაზე...

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია ზურაბ ზვიადაური

თბილისში დააკავეს ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონი და "ოცნების" ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური. ინფორმაციას ამის შესახებ შსს-ს...

საგამოძიებომ 75 137 ბოთლი კუსტარულად დამზადებული სასმელი ამოიღო – დააკავეს 7 პირი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შიდა ქართლში ამოღებულია უპრეცედენტო რაოდენობის, 75 137 ბოთლი ალკოჰოლური...