მთავარისიახლეებისაზოგადოებამოსკოვში ვერ გაფრინდებით ... “ჯორჯიან ეარვეისის” თვითმფრინავებით

მოსკოვში ვერ გაფრინდებით … “ჯორჯიან ეარვეისის” თვითმფრინავებით

Published on

რუსულმა საავიაციო უწყებამ ქართულ ავიაკომპანია ,,ჯორჯიან ეარვეისს'' მოსკოვის მიმართულებით დანიშნული კვირაში 4 რეისი მოულოდნელად გაუუქმა. ამასთან უარი უთხრა  ყაზანში ფრენების დაწყებაზეც
 
ამასთან დაკავშირებით “ჯორჯიან ეარვეისი” საგანგებო განცხადებას ავრცელებს. ავიაკომპანია თვლის, რომ ამით რუსული კომპანიები კონკურენტის ჩამოშორებას ცდილობენ, რადგან ბოლო დროს “ჯორჯიან ეარვეისი” განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა და მომხმარებლებს უამრავი სიახლე და აქცია შესთავაზა.
 
.განცხადებაში ნათქვამია: 
“მიმდინარე წლის ივნისისა და ივლისის თვეებიდან განვაახლეთ ავიაპარკი სამი ერთეული საჰაერო ხომალდით, ამასთან მკვეთრად გავზარდეთ ფრენის არეალი და დავამატეთ ახალი ავიარეისები ევროპისა და აზიის ქვეყნების მიმართულებით. აქტიურად ვახორციელებთ ჩვენი მომხმარებლებისათვის სხვადასხვა მიმართულებაზე სპეციალური ფასების შეთავაზებას.
ყოველივე ზემოაღნიშნული აქტივობა უარყოფითად აისახა ჩვენი არაკეთილმოსურნეების განწყობაზე და გადაწყვიტეს კონკურენტის ჩამოცილება ნებისმიერ ფასად, რისი პირველი ნიშანიც იყო რუსეთის ფედერაციის საავიაციო ხელისუფლების მხრიდან “ჯორჯიან ეარვეისი”-სათვის ყაზანის მიმართულებით ფრენებზე უარის თქმა.
 
ახლახანს კი რუსულმა საავიაციო უწყებამ მოულოდნელად გამოაგზავნა შეტყობინება, რომ “ჯორჯიან ეარვეისისს” უუქმებს კვირაში 4 რეისს თბილისი-მოსკოვის მიმართულებით. მიუხედავად იმისა რომ თბილისი-მოსკოვის მიმართულებაზე ორი ქვეყნის საავიაციო ხელისუფლებას შორის შეთანხმებულია რეისების რაოდენობა (3 რეისი დღეში,თითოეული მხრიდან) და ორივე ქვეყნის ავიაკომპანიებს გაუუქმა ფრენის ნებართვა, არათანაბარ პირობებში ჩაგვაყენა (მითუმეტეს, რომ რუსული ავიაკომპანიები საქართველოს მიმართულებით ყოველკვირეულად სამოცამდე რეისს ასრულებენ,ქართული ავიაკომპანია კი რუსეთის მიმართულებით მხოლოდ ოცამდე რეისს ასრულებს) და ასეულობით მგზავრი, რომელმაც უკვე შეიძინა ავიაბილეთები მათი ინტერესების სრული უგუვებელყოფით გაურკვეველ მდგომარეობაში დატოვა.
 
სამწუხაროდ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, რომელმაც ადეკვატური ზომები უნდა მიიღოს და დაიცვას ქართული ავიაკომპანიის ინტერესები, არ ახდენს რეაგირებას რუსული მხარის მიერ განხორცელებულ უკანონო, ცალმხრივ მოქმედებებზე, რაც როგორც მგზავრებს, ისე ქართულ ავიაკომპანიას უდიდეს პრობლემებს უქმნის.''
 
ვავიაკომპანია ღხოვნით მიმართავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაუყოვნებლივ მიიღოს სათანადო ზომები ამ  ფაქტთან დაკავშირებით.

სიახლეები

ევროკავშირი სომხეთისთვის სავაჭრო შეღავათებს ამზადებს, რუსული იმპორტის შეზღუდვების კომპენსირებისთვის

ევროკავშირი სომხეთისთვის სავაჭრო შეღავათებს ამზადებს, რათა დაეხმაროს რუსული იმპორტის შეზღუდვების კომპენსირებაში - ინფორმაციას Financial...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ ანგარიში დაამტკიცა

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ ანგარიში დაამტკიცა - დოკუმენტი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, რომ მიზნობრივი სანქციები...

ტრამპს აღარ სჯერა ბრძოლის ველზე რუსეთის გამარჯვების

ტრამპს აღარ სჯერა ბრძოლის ველზე რუსეთის გამარჯვების | ინფორმაციას Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს და...

პარტია იმაზე უკეთეს ფორმაშია მოსაყვანი, ვიდრე იყო 2003 წელს – მიხეილ სააკაშვილი

"რაც შეეხება ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში ცვლილებებს - ისინი იქნებიან ძირეული და არა კოსმეტიკური. პარტია...