მთავარისიახლეებისაზოგადოება18 ივლისიდან კიდევ უფრო დაცხება

18 ივლისიდან კიდევ უფრო დაცხება

Published on

საქართველოში 18 ივლისამდე ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს ცნობით,  ტემპერატურა 36-38 გრადუსამდე აიწევს, მაგრამ მანამდე  არსებული, შედარებით გრილი ამინდები შენარჩუნდება., უფრო მეტიც – დღეს და ხვალ საქართველოს ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა-ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და იქნება 30-დან 35 გრადუსამდე. 
 
17 ივლისს დასავლეთ საქართველოში, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე მოსალოდნელია ძლიერი ქარი. 18 ივლისის ჩათვლით დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 36 გრადუსამდე აიწევს. ტემპერატურა მოიმატებს აღმოსავლეთ საქართველოშიც ”, – აცხადებენ სინოპტიკოსები.  
.თბილისში დღეს საღამოს შესაძლოა მცირე წვიმა მოვიდეს, ხვალ ჰაერის ტემპერატურა 31-33 გრადუსი იქნება, ხოლო 17-18 ივლისს შესაძლოა ტემპერატურამ 35 გრადუსამდე მოიმატოს.

სიახლეები

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა - ინფორმაციას BMG ავრცელებს...

ყალბი დოკუმენტაციით 450 900 აშშ დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და...

დიუშენის კუნთოვანი დისტრიფიის მედიკამენტს სახელმწიფო იტალიური კომპანიისგან შეიძენს

დიუშენის კუნთოვანი დისტრიფიის მედიკამენტ ჯივინოსტატს სახელმწიფო იტალიური კომპანიისგან შეიძენს - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა...

ბოკუჩავა განმარტავს, რატომ ვერ დაესწრო ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას

ენმ-ს თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ვერ დაესწრო....