მთავარისიახლეებიპოლიტიკაპოლიციელი, რომელსაც აქვს სოციალური დაცვის გარანტიები, უკეთესად იცავს თავის მოქალაქეებს და არ...

პოლიციელი, რომელსაც აქვს სოციალური დაცვის გარანტიები, უკეთესად იცავს თავის მოქალაქეებს და არ აქვს კორუფციის ცდუნება – მიხეილ სააკაშვილი

Published on

მიმაჩნია, რომ საბანკო ვალი ყველა პოლიციელს უნდა ჩამოეწეროს და მათი პენსია 1000 ლარამდე გაიზარდოს, – ამის შესახებ საქრათველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საუბრობს. მან ცოტა ხნის წინ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მისამართით ვიდეომიმართვა გაავრცელა და მათ მოუწოდა, არ შეასრულონ უკანონო ბრძანებები.

მინდა მივმართო ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს, პოლიციელებს. განსაკუთრებით ამ ბოლო სკანდალების ფონზე. როდესაც თქვენ გაიძულებენ ყველა წესების დარღვევით, ყველა კანონის დარღვევით პრაქტიკულად ყველა მოქალაქის ჩაწერას, რაც არის დამამცირებელი პოლიციელის ღირსებისთვის იმიტომ რომ პოლიციელი უნდა იცავდეს კანონს და ასეთი რაღაცები კანონით რეგულირდება.

მე ვიცი რა სიტუაციაც გაქვთ. ვიცით, რომ ოცნების მხარდამჭერ კრიმინალებს არ გაკარებინებენ ხელს სანამ პოლიტიკური ხელმძღვანელობა არ მისცემს ნებართვას. ასე იყო ამ ავსტრალიელის მკვლელზე და უამრავ სხვა ადამიანზე.

მე ვიცი რომ ყოველდღიურად გიხდებათ საქმის ქონა “ნარუშილოვკების” მქონე კანონის დამრღვევებთან, მე ვიცი რომ უაზროდ გაცდენინებენ დროს როდესაც პატრულის თანამშრომლებს აყენებენ გზაჯვარედინებზე და ავალებენ ძველი გაიშნიკებივით რეგულირებას, ეს არ არის ნამდვილად პატრულის საქმე. ისევე როგორც არ იზრდება ხელფასი, თითოეულ თქვენგანს აქვს საბანკო ვალი და პენსია არ გაზრდილა 2012 წლიდან 350 ლარის დონეზე რაც უკვე არანაირ კრიტიკას არ უძლებს, უნდა იყო მინიმუმ 1000 ლარი.

ჩემი აზრით ყველას გვესმის რომ ეს რეჟიმი მიდის დასასრულისკენ. ახლა მთავარია მას არ ჩაყვეთ საფლავში. არ უნდა შეასრულოთ უკანონო ბრძანებები. მე მიმაჩნია, რომ ყველა პოლიციელს ეს საბანკო ვალები უნდა ჩამოეწეროს და პენსია გაიზარდოს 1000 ლარამდე. ეს არ არის პოპულიზმი, გამიკეთებია და ვიცი რაზეც ვსაუბრობ. პოლიციელი რომელსაც აქვს სოციალური დაცვის გარანტიები, უკეთესად იცავს თავის მოქალაქეებს და არ აქვს ცდუნება კორუფციის, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

სიახლეები

მოსკოვში ააფეთქეს რუსი გენერალი, რომელიც 2008 წლის ომში მონაწილეობდა

მოსკოვში საკუთარ მანქანაში ააფეთქეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოპერატიული მომზადების სამმართველოს უფროსი ფარილ სარვაროვი....

თბილისში კორპუსის მშენებლობაზე მუშა დაიღუპა

თბილისში, დიდ დიღომში, კორპუსის მშენებლობის დროს, მუშა დაიღუპა.  არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცის დაღუპვის მიზეზი დენის...

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი გახდა

პირველადი მონაცემების თანახმად, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების ფარგლებში ასოციაციის თავმჯდომარედ ირაკლი ყანდაშვილი აირჩიეს. არსებული...

თუ პუტინი შეთანხმებაზე ისევ უარს იტყვის, აშშ-მა კიევს Tomahawk-ები უნდა მიაწოდოს – სენატორი გრემი

აშშ-ს გავლენიანმა სენატორმა ლინდსი გრემმა 21 დეკემბერს თქვა, რომ ამერიკამ მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს რუსეთზე წნეხი,...