მთავარისიახლეებისაზოგადოებასანდრო ბრეგაძის ამბიციური მარში, როგორც ასეთი

სანდრო ბრეგაძის ამბიციური მარში, როგორც ასეთი

Published on

თბილისში აღმაშენებლის გამზირზე ე.წ. "ქართველთა მარში" დასრულდა. მსვლელობა #24-ე საჯარო სკოლიდან დაიწყო და „მარჯანიშვილის“ მეტროსთან სიტყვით გამოსვლებით დასრულდა.
 
როგორც გრუზინი   ჯეელების მარშის (ტაბურეტები აკლდათ) ერთ-ერთმა ორგანიზატორმა სანდრო ბრეგაძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, დღეს, 14 ივლისს დაიწყო "ახალი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა". 
 
"აქციის მოთხოვნები შემდეგია: სასწრაფო წესით იყოს მიღებული ახალი საემიგრაციო კანონი, რომლის მიხედვითაც, მაქსიმალურად გამკაცრდება საქართველოში ბინადრობის უფლების მინიჭება და მოქალაქეობის მინიჭების პროცესი; ასევე, აღსრულდეს კანონი და სასწრაფო წესით იყოს დეპორტირებული საქართველოს ტერიტორიიდან ყველა არალეგალი, კრიმინალი უცხოელი, რომელიც უკანონოდ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე და მესამე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყოს ქმედითი მასობრივი ღონისძიებები არალეგალური კრიმინალური საქმიანობის აღსაკვეთად, რასაც ახორციელებენ უცხოელები, ძირითადად, ეს შეეხება ნარკოტიკებით ვაჭრობას და პროსტიტუციას; მეოთხე მოთხოვნა არის, აიკრძალოს ”ნაციონალური მოძრაობა” და შემოიღონ კანონი, რომლის მიხედვითაც აიკრძალება უცხოეთიდან არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა სანდრო ბრეგაძემ.
 
აქციის მონაწილეებმა პეტიცია შეიმუშავეს, რომელსაც მთავრობას გადაუგზავნიან.
 
აქციის მონაწილეები ხელისუფლებას ერთკვირიან ვადას აძლევენ მათი მოთხოვნების შესასრულებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში პერმანენტული აქციებით იმუქრებიან.

სიახლეები

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ ანგარიში დაამტკიცა

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ ანგარიში დაამტკიცა - დოკუმენტი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, რომ მიზნობრივი სანქციები...

ტრამპს აღარ სჯერა ბრძოლის ველზე რუსეთის გამარჯვების

ტრამპს აღარ სჯერა ბრძოლის ველზე რუსეთის გამარჯვების | ინფორმაციას Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს და...

პარტია იმაზე უკეთეს ფორმაშია მოსაყვანი, ვიდრე იყო 2003 წელს – მიხეილ სააკაშვილი

"რაც შეეხება ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში ცვლილებებს - ისინი იქნებიან ძირეული და არა კოსმეტიკური. პარტია...

საია- ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა სამართლის ძირითად პრინციპებს არღვევს

ელენე ხოშტარიასთვის კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე წარწერის გაკეთების გამო სისხლისსამართლებრივი ბრალის წარდგენა სამართლის ძირითად...