მთავარისიახლეებისაზოგადოებახამისკურის მოსახლეობა სოფლის შიდა გზის მოწესრიგებას ითხოვს

ხამისკურის მოსახლეობა სოფლის შიდა გზის მოწესრიგებას ითხოვს [ფოტო]

Published on

სოფელ ხამისკურში, ურთის მთის სიახლოვეს მცხოვრები 8 ოჯახი ერთ კვირაზე მეტია გარესამყაროსაა მოწყვეტილი. გასულ კვირას, კოკისპირული წვიმების შედეგად სოფლის და ცენტრალური გზის დამაკავშირებელი მონაკვეთი დაზიანდა.  ადგილობრივების განცხადებით, მთიდან წამოსულმა წყალმა საავტომობილო ხიდი, ხოლო მეწყერმა და მთიდან ჩამოტანილმა ქვა-ღორღმა საავტომობილო გზა მთლიანად დაფარა.

დაზიანებული ხიდი სოფელ ხამისკურში. ფოტო: ODISHINEWS

ამჟამად, სოფელ ხამისკურში, აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა შეუძლებელია. ადგილობრივი მცხოვრების, გიორგი აფაქიძის განცხადებით, თუ სასწრაფო ღონისძიებები არ გატარდა და სპეციალური სამუშაოები არ განხორციელდა, სოფლის შიდა გზა მთლიანად დაიგრევა.

დაზიანებული შიდა გზა სოფელ ხამისკურში. ფოტო: ODISHINEWS

დაზიანებული შიდა გზა სოფელ ხამისკურში. ფოტო: ODISHINEWS

„ცუდად რომ გახდეს ვინმე და სასწრაფოს დახმარება  გახდეს საჭირო, ექიმები აქ ვერ ამოვლენ. გარდა ამისა, გვყავს მცირეწლოვანი ბავშვები, რომლებიც დილა-საღამოს ფეხეთ დაგვყავს ამ დანგრეული გზის საშუალებით“ – ამბობს სოფელ ხამისკურის მკვიდრი გიორგი აფაქიძე.

გიორგი აფაქიძის თქმით, ხამისკურის ტერიტორიაზე განთავსებულია უმსხვილესი კომპანიების – მაგთის, ჯეოსელის და ბილაინის, ასევე რადიო „ათინათის“ გადამცემი ანძები.   ადგილობრივების თქმით, კომპანიის თანამშრომლებს თითქმის ყოველდღიურად უწევთ ამ გზით გადამცემებამდე მისვლა. ისინი აღნიშნულ კომპანიებს მიმართავენ, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაში სოფელს დაეხმარონ, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა გზის პიკეტირებასაც მიმართონ.

გარდა ამისა, მოსახლეობა ამბობს, რომ ორი წლის კომპანია „სილქნეტმა“ სოფელში ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელები გაიყვანა. ადგილობრივების თქმით, სამუშაოები კომპანიამ არასწორად ჩაატარა, რამაც გზის დაზიანება გამოიწვია. გიორგი აფაქიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სილქნეტმა სამუშაოები დაასრულა, მის მიერ გაყვანილი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელები ზოგ ადგილას დაფარული არ არის, ერთგან კი საერთოდ დაზიანებული ხიდის ქვეშ გადის. 

ODISHINEWS

ODISHINEWS

გიორგი აფაქიძის თმით, პრობლემის გახმოვანების შემდეგ სოფელში კომპანია ბილაინის წარმომადგენლები მივიდნენ. მისივე თქმით, ადგილზე იმყოფებოდნენ რადიო „ათინათის“ წარმომადგენლებიც. გარდა ამისა, ადგილობრივების თქმით, დაიწყეს ხელმოწერების შეგროვება გზის მოწესრიგების მოთხოვნით. გიორგი აფაქიძის თქმით, ამ მომენტისთვის 62 ხელმოწერა აქვთ.

სოფელ ხამისკურის გამგებლის, ავთანდილ ქირიას თქმით, მუნიციპალიტეტის გამგეობაში შექმნილია სპეციალური კომისია, რომელმაც უკვე გააკეთა სპეციალური აღწერა და სარეაბილიტაციო სამუშაოებს უახლოეს მომავალში დაიწყებს. 

სიახლეები

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა

ია ფარულავა სასამართლოში შვიდ მედიასაშუალებას, მათ შორის "TV იმედს" უჩივის. ამის შესახებ ის სოციალურ...

სამმა პირმა 1.137 ძირი კანაფიდან 143 კგ ნარკოტიკი მოიყვანა – სამივეს უვადო პატიმრობა ემუქრება

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა, კულტივირების ფაქტზე 5...

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა. ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა...

ჩარლზ III- დღეს, როცა ტირანია კვლავ ემუქრება ევროპას, ერთად ვდგავართ უკრაინის მხარდასაჭერად

ჩვენ ქვეყნებს ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა აქვთ თავდაცვის, უსაფრთხოებისა და დაზვერვის მხრივ, რაც კი...