მთავარიUncategorizedხელისუფლების ერთადერთი დასაყრდენი ახლა ეკლესიაა, თუმცა ისიც გაშიშვლებული, გაკოტრებული, მხილებული" - ...

ხელისუფლების ერთადერთი დასაყრდენი ახლა ეკლესიაა, თუმცა ისიც გაშიშვლებული, გაკოტრებული, მხილებული” – მეუფე პეტრე

Published on

სახელმწიფომ “რეპრესიული მანქანა აამუშავა”. მეუფე პეტრე ფორმულას ეთერში ამბობს, რომ, სუს-ის მიერ სასულიერო პირებზე ჩანაწერების მომზადება სავარაუდოდ არჩევნებს უკავშირდება.

“წინასაარჩევნოდ, გაოგნებული ვიყავი რამდენიმე სასულიერო პირის პოზიციით. ვფიქრობდი, რა დონეზე ჰყავს ხელისუფლებას ალბათ მძევლად, რომ ამას აკადრებინებს, რა დონეზე არიან მძევლად, რომ დუმან ამ უსამართლობის გამო რაც საქართველოში ხდება”, – თქვა მეუფე პეტრემ და აღნიშნა, რომ ხელისუფლებას ნდობა აქვს დაკარგული და ახლა მისი ერთადერთი დასაყრდენი ეკლესია, ‘თუმცა ისიც გაშიშვლებული, გაკოტრებული, მხილებული”, – თქვა მეუფე პეტრემ.

“როდესაც ხელისუფლება გაკოტრდა, განსაკუთრებით 2020 წლის არჩევნების შემდეგ და აბსოლუტური ნდობა დაკარგა, რეპრესიული მანქანა უფრო მეტად ამუშავდა, მათ მოინდომეს თავის უფრო მეტად გადაზღვევა.

ხელისუფლება და კრემლი ხედავს, რომ ხალხს არ აქვს ნდობა და დაკარგულია მათი დასაყრდენი. ამიტომ ერთადერთი გამოსავალი არის ეკლესია,

ხელისუფლებამ იცის, რა ხდება რეალურად ეკლესიაში, თუმცა არ ამჟღავნებს, რადგან მათ ეკლესია არჩევნების დროს სჭირდებათ.

“ჩემთან აღსარების დონეზე, მათ შორის სპეცსამსახურის თანამშრომლებს უთქვამთ, რომ გულის არევამდე მივსულვარ, როცა ჩანაწერი მომისმენია, სასულიერო პირზე უთქვამთ ან პირადად მინახავსო. გულის ამრევია სასულიერო პირების, მაღალი იერარქიის ქმედებები, ეს უნდა გაიგოს ქართველმა ერმა…

საშინელებაა სასულიერო პირებში – ნარკომანია, მრუშობა, პედოფილია, მამათმავლობა და ა.შ. ეს ყველაფერი იციან, მაგრამ ითმენენ კომუნისტური აზროვნების გამო იმიტომ, რომ მათ ეკლესია სჭირდებათ არჩევნების დროს”, – ამბობს მეუფე პეტრე.

 

სიახლეები

საგამოძიებო სამსახურმა ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საგამოძიებო სამსახურმა ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო-უწყების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო...

საქართველოს ეკონომიკა 6.9%-ით გაიზარდა – საქსტატი

საქსტატის ცნობით, 2026 წლის II კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით საქართველოს ეკონომიკა 6.9%-ით...

19-20 სექტემბერს ზუგდიდის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი „F5“ გაიმართება

19-20 სექტემბერს ზუგდიდის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი „F5“ გაიმართება. მასში ქართველი პოეტები, მწერლები, რეჟისორები, კინომცოდნეები...

საქართველოში ბოლო ერთ კვირაში საწვავი 10 თეთრამდე , დიზელი 16 თეთრამდე გაძვირდა

საქართველოში ბოლო ერთ კვირაში საწვავი 10 თეთრამდე , დიზელი 16 თეთრამდე გაძვირდა - ინფორმაციას...