მთავარისიახლეებიპოლიტიკაფოთში გიგი უგულავას ბანერი დააზიანეს

ფოთში გიგი უგულავას ბანერი დააზიანეს

Published on

ფოთის მერობის კანდიდატის, გიგი უგულავას ბანერი დააზიანეს. აღნიშნულზე უგულავამ საკუთრ ფეისბუქგვერდზე დაწერა.

“როგორ ადვილად პროგნოზირებადი და პრიმიტიულია ქოცური ტვინი. ცოტა ხნით ადრე ნაბადას მაჟორიტარის ლაშა რუხაიას ბანერი დააზიანეს. გუშინ ღამით ჩემი ჩამოხიეს. სულაც არაა გასაკვირი. აბა, ოცნების კაგებეშნიკ-“დანოსშიკებმა” მეტი რა უნდა ქნან.

ოცნების კანდიდატ ბატონ ვაჭარაძეს, რომლის სახე-ბანერი ყველა კუთხიდან უთვალთვალებს ფოთელებს, ვთავაზობ გავიაროთ ფოთის ცენტრში, ან სულაც მისი ბანერის ქვეშ დავდგეთ და ვნახოთ ვის იცნობს ხალხი და ვის გამოელაპარაკება. თქვე ბრიყვებო! რად მინდა მე ბანერი. ერთი სალამურიდან გამოთლილი კმაყოფილი სახეები რომ გამოგიჭენებიათ მთელს ქვეყანაში, გგონიათ ამით ხალხი თქვენს შინაარსისგან დაცლილ სახეებს დაიმახსოვრებს. ყველა ერთად რომ გადაგზილოთ ადამიანმა ერთი კაცი არ გამოვა თქვენგან, რადგან თქვენი სახელი ლეგიონია”, — ამბობს ის.

უგულავას თქმით, ოფისის წინ სათვალთვალო კამერაა დამონტაჟებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას.

სიახლეები

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...

ჯგუფური ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 6 არასრულწლოვანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის, ძარცვისა და ძარცვის...

EU-ს წარმომადგენლობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობაზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობაზე განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს...

აშშ-ის წამყვანი მედიასაშუალებები ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სასამართლოში იდავებენ

აშშ-ის წამყვანი მედიასაშუალებები - CNN, MS NOW და Politico - დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ...