მთავარისიახლეებისაზოგადოებარასისტული და ქსენოფობიური - ასე აფასებს ”სამოქალაქო პლატფორმა „არა - ფობიას“...

რასისტული და ქსენოფობიური – ასე აფასებს ”სამოქალაქო პლატფორმა „არა – ფობიას“ დღეს დაანონსებულ ე.წ. ,,ქართველთა მარშს”

Published on

 რასისტული და ქსენოფობიური – ასე აფასებენ  ”სამოქალაქო პლატფორმა „არაფობიას“ წევრი ორგანიზაციები დღეს დაანონსებულ ე.წ. ,,ქართველთა მარშს'' და მოუწოდებენ  ხელისუფლებას, უზრუნველყოს მანიფესტაციის დარჩენა კანონის ჩარჩოებში და რასისტულ და ქსენოფობიურ ნიადაგზე ნებისმიერი ძალადობის გამოვლინების აღკვეთა .
 
,,სანდრო ბრეგაძე, რომელიც ჯერ კიდევ თანამდებობაზე ყოფნისას გამოირჩეოდა განსაკუთრებული აგრესიით უმციერესობების ჯგუფების მიმართ და მის მიერ სიძულვილის ენის გამოყენებისა და ძალადობისკენ მოწოდების გამო, არაერთხელ გამხდარა სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკის ობიექტი -ნათქვამია სამოქალაო პლატფორმის  განცხადებაში – იგი ამჯერად საზოგადოებაში ქსენოფობიური და რაისისტული განწყობის გაღვივებას საქართველოში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედებების მაგალითით ცდილობს. მის მიერ გავრცელებულ მიმართვაში ასევე ვხვდებით ფსევდო-ეროვნულ სენტიმენტებს და მოსახლეობისადმი მოწოდებას მონაწილეობა მიიღონ საქართველოში მცხოვრები ეთნიკურად ირანელი, არაბი, აფრიკელი და ა.შ. ადამიანების ქვეყნიდან გაძევების მოთხოვნით დაგეგმილ ე.წ. „ქართველთა მარშში“. აღსანიშნავია, რომ მარშს სხვა რადიკალური ულტრანაციონალისტური ჯგუფებიც შეუერთდნენ. 
 
მიზანი ამ   მარშისა, რომელიც,    სამწუხაროდ  ქვეყანაში არსებული მძლავრი რაისისტული განწყობის ფონზე გარკვეულწილად წახალისებულია ხელისუფლების მიერაც , არის მტრის ხატის შექმნა საქართველოში მცხოვრები უცხოელებისაგან და ხელს უწყობს საზოგადოებაში ქსენოფობიური და რასისტული განწყობების გაძლიერებას, რაც არსებითად ეწინააღმდეგება დემოკრატიული, პლურალური, სოლიდარული საზოგადოების მშენებლობას და იმ ღირებულებათა წესრიგს, რომელიც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული საერთაშორისო აქტებით. საქართველო მრავალეთნიკური და მრავალკონფესიური ქვეყანაა და ქსენოფობიურ და რასისტულ დისკურსს შეუძლია არსებითად დააზიანოს არადომინანტი ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების ინტეგრაციის პროცესი და სოციალური კონფლიქტები წარმოშვას. 
 
რა თქმა უნდა, მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით სარგებლობა დაცულია საქართველოს კონსტიტუციით და ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ამ უფლებით სარგებლობა გარანტირებულია მათ შორის ე.წ. „ქართული მარშის“ მონაწილეებისთვისაც. თუმცა სამართალდამცავი ორგანოების ყურადღებას კიდევ ერთხელ მივაპყრობთ იმ გარემოებას, რომ იმავე ადგილას და მსგავსი შინაარსით 2016 წლის 27 სექტემბერს გამართულ მსვლელობას თან ახლდა არაერთი ძალადობისა და სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი. მსგავსად წინა შემთხვევისა, ე.წ. „ქართველთა მარშის“ ორგანიზატორები და მონაწილეები წარმოადგენენ რა რადიკალურ ულტრანაციონალისტურ ჯგუფებს და არსებობს მათგან აგრესიისა და ძალადობის გამოვლენის საფრთხე, მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, მიიღოს სათანადო ზომები მსვლელობისას სამართალდარღვევათა პრევენციისა და მანიფესტაციის კანონის ჩარჩოებში დარჩენის მიზნით,რათა თავიდან იქნას აცილებული რასისტულ და ქსენოფობიურ ნიადაგზე ნებისმიერი ძალადობის გამოვლინება.
მსვლელობის შემდგომ პერიოდში უზრუნველყოს ეფექტიანი პრევენციული ზომების მიღება ორგანიზებული ჯგუფების მხრიდან საქართველოში მყოფი უცხოელების მიმართ შესაძლო ძალადობის ფრაგმენტული ინციდენტების აღკვეთის მიზნით. 
 
მოვუწოდებთ მთავრობას, ბოლო დროს რადიკალიზებული ულტრანაციონალისტური, ქსენოფობიური იდეების საწინააღმდეგოდ უზრუნველყოს ეფექტიანი საგანმანათლებლო/ინფორმაციული პოლიტიკის განხორციელება, რომელიც ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის იდეეზე დაფუძნებულ დისკურსს გააძლიერებს და სხვადასხვა ჯგუფების მშვიდობიანი თანაცხოვრების პირობებს შექმნის”,- ნათქვამია განცხადებაში. 
 
განცხადებას ხელს აწერენ: საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), თანასწორობის მოძრაობა, მედიის განვითარების ფონდი (MDF), საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS) , იდენტობა, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) , სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო ფონდი (ISFED), ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), კონსტიტუციის 42-ე მუხლი, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI).
 

სიახლეები

„ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა

„ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა. ტელეფონში დიფ სთეიტი...

რუსეთის მასიური საჰაერო იერიშის შედეგად, კიევში აზერბაიჯანის საელჩოს შენობა დაზიანდა – ზელენსკი

გასულ ღამეს, რუსეთის მასიური საჰაერო იერიშის შედეგად, კიევში აზერბაიჯანის საელჩოს შენობა დაზიანდა. ამის შესახებ უკრაინის...

ეუთო/ოდირი ოცნებას გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი კანონების გაუქმებისკენ მოუწოდებს

ეუთო/ოდირი ოცნებას გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი კანონების გაუქმებისკენ მოუწოდებს. 12 ნოემბრით დათარიღებულ ანგარიშში ეუთო/ოდირი წერს, რომ...

ბალდის მცველები სოფლის მეურნეობის სამინისტროში არ შეუშვეს

ბალდის მცველების პროტესტი გრძელდება - ისინი სოფლის მეურნეობის სამინსიტროსტან არიან შეკრებილნი და მინისტრთან შეხვედრას...