მთავარისიახლეებიპოლიტიკაენმ-ის მხარდამჭერი რევაზ გვილია ზეწოლაზე საჯაროდ ალაპარაკდა

ენმ-ის მხარდამჭერი რევაზ გვილია ზეწოლაზე საჯაროდ ალაპარაკდა [Video]

Published on

ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი რევაზ გვილია საჯაროდ ალაპარაკდა, მან ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ორგანიზაციაში ჟურნალისტებთან სპეციალურ ბრიფინგზე ყველა ის დეტალი მოყვა, რაც მასზე ზეწოლას უკვშირდება. საქმე ეხება რევაზ გვილიას ფეისბუკ-პოსტს, რომელიც მის გვერდზე 9 სექტემბერს გამოქვეყნდა, სადაც ეწერა რომ ის პარტიას ტოვებდა, რადგან ნაციონალურ მოძრაობას გახარიასთან ალიანსში ამხელდა. გვილიას თქმით, ეს პოსტი მას არ დაუწერია, რადგან სტატუსების წერა სოციალურ ქსელში არ იცის, როგორც თვითონ ამბობს, მას „ქართული ოცნების“ წევრებთან შეხვედრისას ტელეფონი გამოართვეს და სავარაუდოდ პოსტიც სხვებმა დაწერეს.

რევაზ გვილია სამართლებრივ დავას აპირებს, მისი თქმით, ის პროკურატურას მიმართავს და საქმის გამოძიებას ითხოვს. ფაქტზე კომენტარი გააკეთა პარლამენტის წევრმა დევი ჭანკოტაძემ, რომელმაც მოუწოდა შესაბამის უწყებებს დროულად დაიწყონ საქმის გამძიება, რადგან მომხდარი სისხლის სამართლის დანაშაულს შეიცავს.

ოპოზიციურ პარტიაში აცხადებენ, რომ ეს არ არის მმართველი პარტიიდან დაშინებისა და მუქარის პირველი მცდელობა, არამედ მათ მხარდამჭერებსა და კანდიდატებზე ზეწოლა  ინტენსიურად ხორციელდება

სიახლეები

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 10%-ით შემცირდა

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 2026 წელს, წინა წელთან შედარებით, 10%-ით შემცირდა. სახელმწიფოს...

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შესაძლო ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს -...