მთავარიUncategorized,,ხელისუფლებაში არაადეკვატური ხალხია'' - ნიკა ობოლაძე ,,ქართული ოცნების" ბრალდებებს პასუხობს.

,,ხელისუფლებაში არაადეკვატური ხალხია” – ნიკა ობოლაძე ,,ქართული ოცნების” ბრალდებებს პასუხობს.

Published on

,,ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნიკა ობოლაძე ,,ქართული ოცნების” ბრალდებებს პასუხობს. ობოლაძე აცხადებს, რომ პრობლემა არის არა სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების სიახლოვე, არამედ არჩევნების გაყალბება, რომელსაც ხელისუფლება ახდენს სუს-ის და შავი ფულის მეშვეობით.

ხელისუფლებაში არის არაადეკვატური ხალხი… ისინი ამბობენ, რომ ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების ნაწილი აპირებს არჩევნებზე დაკვირვებას. ამაში პრობლემა რა არის? არჩევნებზე დაკვირვებაში კი არ არის პრობლემა, პრობლემა ისაა, როდესაც ადამიანები აყალბებენ არჩევნებს. პრობლემაა, როდესაც მუშაობენ შავი ფულით, სუს-ით, როდესაც ცესკო-ს თავმჯდომარე არის არჩეული პარტიული წესით. თუ სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი აპირებს, რომ დააკვირდეს საარჩევნო პროცესს, ეს ძალიან კარგია, უნდა იდარდოს მან, ვინც აპირებს გაყალბებას და არა მან, ვინც აპირებს დაკვირვებას. გაყალბება არ იყოს პრობლემა და დაკვირვება იყოს – ასეთი დონის თავხედობა ჩვენი ხელისუფლების მხრიდანაც კი ზედმეტია”. – აცხადებს ნიკა ობოლაძე.

,,ქართული ოცნების” წევრმა, გივი მიქანაძემ, დღეს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციები მჭიდროდ არიან დაკავშირებული ოპოზიციურ პარტიებთან. მიქანაძის განმარტებით, რადიკალური ოპოზიციური პარტიები არა 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის, არამედ არეულობისა და დესტრუქციის მოსაწყობად ემზადებიან

სიახლეები

“როგორც ჩანს, არჩევნებში ჩასარევად ჩემმა კოსმოსურმა ლაზერებმა ამჯერად ვერ იმუშავა“ – ილონ მასკი

ილონ მასკმა, რომელიც აშშ-ის შუალედურ კონგრესის არჩევნებში რესპუბლიკელი კანდიდატების კამპანიებს აფინანსებდა, კენჭისყრის შედეგები შეაფასა."როგორც...

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა – ობამა

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა - მათ სურთ პოლიტიკა, რომელიც ადამიანებს აერთიანებს და...

ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ – ზელენსკი

„ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ. თუმცა, პუტინის კიევში მოწვევას...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული მურთაზ ზოდელავა თავისუფალია

მურთაზ ზოდელავამ N12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა - საპატიმროდან გათავისუფლებული პოლიტიკოსი ამბობს, რომ "საკუთარ თავს...