მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,რეჟიმის მიზანი ოპოზიციის კანდიდატების დაშინებაა'' - გიგა ბოკერია ზუგდიდში ოპოზიციის შეთანხმებული მაჟორიტარობის...

,,რეჟიმის მიზანი ოპოზიციის კანდიდატების დაშინებაა” – გიგა ბოკერია ზუგდიდში ოპოზიციის შეთანხმებული მაჟორიტარობის კანდიდატის საქმის განახლებაზე

Published on

დღეს, ზუგდიდში ევროპული საქართველოს და ოპოზიციის შეთანხმებული მაჟორიტარობის კანდიდატი, ბათლომე შელია, ერთი წლის წინ დაწყებულ საქმეზე სასამართლოში დაიბარეს.

“ის, რასაც ეყრდნობა რეჟიმი დღეს, არის საკუთარი უკანონო და ძალადობრივი მოქმედებების პროპაგანდა  ამ კაპმანიისას და რითიც სურს ქართული საზოგადოების და პოლიტიკური სპექტრის ნების გატეხვა “. – ამის შესახებ ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგა ბოკერიამ ბრიფინგზე ისაუბრა.

“ამ კაპმანიის მთავარი ინსტრუმენტი და გზავნილი არის მუდმივად პროპაგანდის წარმოება იმის თაობაზე, რომ ძალის დემონსტრირება შეუძლია ივანიშვილის რეჟიმს უკანონო მეთოდებით – დაშინება, მოსყიდვა, პოლიტიკური დევნა.

ინციდენტი, რის საფუძველზეც მას [ბათლომე შელია] ბრალი წარუდგინეს მომხდარია 2020 წლის 7 აპრილს, იქვე 25 მაისს ბრალი წაუყენეს, მაგრამ იმდენად აბსურდული საქმე იყო, რომ მას შემდეგ, ეს საქმე თაროზე იყო შემოდებული და ეხლა, არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე კამპანიის აქტიური ფაზისას, კანდიდატს, რომელიც არის რეალური კონკურენტი ივანიშვილის რეჟიმის იმ ოლქში, ეხლა დაიბარეს სასამართლოში”. – თქვა ბოკერიამ

ბოკერიას თქმით, ეს მოქმედებები არც ბათუ შელიას და არც ევროპული საქართველოს შემთხვევაში გამოიღებს შედეგს და ყველა მცდელობის მიუხედავად, ევროპული საქართველოს ვერცერთგან ვერ დაუშალეს პროპორციული სია.

“რაც მთავარია, ამაზე სწორი რეაგირება უნდა მოახდინონ ჩვენმა მოქალაქეებმა და არ ჭამონ ეს პროგანდა, რომელიც აჩვენებს, თითქოს, მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი შეთანხმებულია, რომ კატასტროფასთან გვაქვს საქმე ივანიშვილის რეჟიმის სახით, უბრალოდ წინააღმდეგობას ვერ უწევს მას ოპოზიცია, ამისთვის არის ეს პროპაგანდა და ამისთვის არის ბათუ შელიაზე ამ საქმის ასე გაღვიძება”. – თქვა ბოკერიამ

სიახლეები

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა. ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა...

ჩარლზ III- დღეს, როცა ტირანია კვლავ ემუქრება ევროპას, ერთად ვდგავართ უკრაინის მხარდასაჭერად

ჩვენ ქვეყნებს ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა აქვთ თავდაცვის, უსაფრთხოებისა და დაზვერვის მხრივ, რაც კი...

ბათუმის აეროპორტში ამოღებულია 4 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში...

შსს- დავაკავეთ კაცი, რომელმაც 2019 წელს მოქალაქე დაჭრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ინტერპოლით ძებნილი პირი დააკავეს. ოფიციალური ინდორმაციით, 32 წლის...