მთავარიUncategorizedგლდანის ციხეში, სადაც დღეს პატიმრებს მოჰყავთ ჟოლო, ,,რატომღაც'' ჯართს ყლაპავენ

გლდანის ციხეში, სადაც დღეს პატიმრებს მოჰყავთ ჟოლო, ,,რატომღაც” ჯართს ყლაპავენ

Published on

გლდანის ციხეში პატიმარმა ელემენტები, რკინა, მაგნიტი და შუშის ნატეხები გადაყლაპა. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს. მსჯავრდებული მთავარ არხს თავად დაუკავშირდა. სატელეფონო საუბარში პატიმარი განმარტავს, რომ იგი ციხის ადმინისტრაციისგან უშედეგოდ ითხოვს გადაიყვანონ კლინიკაში და ჩაუტარდეს შესაბამისი დახმარება.

“გადაყლაპული მაქვს 2 ცალი ელემენტი, 4 ცალი რკინა, 4 ცალი მაგნიტი, შუშის ნატეხები. ოპერაციას ვითხოვ, ყურადღებას, ვითხოვ, დაკვირვების ქვეშ დამტოვონ ვივამედში, კლინიკაში, ვითხოვ გადამიყვანონ კლინიკაში”. – ამბობს მთავარ არხთან სატელეფონო საუბრისას პატიმარი.

ტაბულას პენიტენციურ სამსახურში მომხდართან დაკავშირებით უთხრეს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა პერსონალურ ინფორმაციას წარმოადგენს და მსჯავრდებულის წერილობითი ნებართვის გარეშე ინფორმაციას ვერ გასცემენ, – “მე-18 პენიტენციური დაწესებულება ისედაც სამკურნალო დაწესებულებაა”. – ამბობენ უწყებაში.

ცნობისათვის: ირაკლი ღარიბაშვილმა ხონის მერობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა: .,ცნობილ გლდანის ციხეში, რომელიც სავსე იყო ჯალათებით და ხდებოდა ადამიანების წამება და გაუპატიურება, დღეს პატიმრებს მოჰყავთ ჟოლო, ციხის ტერიტორიაზე, მცირე მეწარმეობა მოვაწყობინეთ, დავეხმარეთ და ასე ვუწყობთ ხელს მათ რესოციალიზაციას. ეს არის ჩვენი ხელწერა, ამით განსხვავდება ქართული ოცნება ნაცმოძრაობისგან და სააკაშვილის მჩაგვრელი რეჟიმისგან. ამიტომაც, ჩვენ ყველამ მაქსიმალური მობილიზება უნდა გავაკეთოთ. რა თქმა უნდა ქართული ოცნება ძლიერად გაიმარჯვებს ამ არჩევნებში ყველა ქალაქში და ყველა მუნიციპალიტეტში”

სიახლეები

“როგორც ჩანს, არჩევნებში ჩასარევად ჩემმა კოსმოსურმა ლაზერებმა ამჯერად ვერ იმუშავა“ – ილონ მასკი

ილონ მასკმა, რომელიც აშშ-ის შუალედურ კონგრესის არჩევნებში რესპუბლიკელი კანდიდატების კამპანიებს აფინანსებდა, კენჭისყრის შედეგები შეაფასა."როგორც...

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა – ობამა

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა - მათ სურთ პოლიტიკა, რომელიც ადამიანებს აერთიანებს და...

ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ – ზელენსკი

„ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ. თუმცა, პუტინის კიევში მოწვევას...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული მურთაზ ზოდელავა თავისუფალია

მურთაზ ზოდელავამ N12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა - საპატიმროდან გათავისუფლებული პოლიტიკოსი ამბობს, რომ "საკუთარ თავს...