მთავარიUncategorized,,ტყუილია. ყველაფერს აკეთებენ , რომ სრული დისკრედიტაცია მოახდინონ ოპონენტების" - გიორგი გახარია

,,ტყუილია. ყველაფერს აკეთებენ , რომ სრული დისკრედიტაცია მოახდინონ ოპონენტების” – გიორგი გახარია

Published on

გიორგი გახარია ტყუილს უწოდებს ინფორმაციას, რომელსაც “ქართული ოცნების” ლიდერები ავრცელებენ და ამტკიცებენ, რომ გახარია კალაძეს შეხვდა:

“ტყუილია, ტყუილებს ყვება. მატყუარა ხალხის იმაზე კომენტარს რატომ მაკეთებინებთ?…ყველაფერს აკეთებენ იმისთვის რომ სრული დისკრედიტაცია მოახდინონ ოპონენტების” – ამბობს გახარია.

“იყო პირდაპირი მინიშნებები, რომ თუ იქნებოდა ჩვენი მხრიდან რაღაცა ფინანსური მხარდაჭერა, ამ შემთხვევაში, გახარია თავის კანდიდატურას მერის პოსტზე არ დააყენებდა, რაზეც შესაბამისი პასუხი, მათ, ბუნებრივია, მიიღეს. ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული. ჩვენ მემგონი კეზერაშვილში ვეშლებით, რაც ასე ნამდვილად არ არის” -ამტკიცებს ირაკლი კობახიძე კალაძე-გახარიას თითქოს შემდგარი შეხვედრის შესახებ.

კალაძის ერთი გაღიმება უნდოდა, რომ გახარიას კანდიდატურა არ დაეყენებინა – განაცხადა მდინარაძემ გახარიას “მინიშნებებზე” –  მაგრამ ეს არ მოხდა. ახლა კი “მელიასთვის გადადგა და ახლა მელიას მეორე ტურში გასათრევად იწყებს ბრძოლას. კითხვის ნიშნები კიდევ არსებობს?..

გახარიასთან შეხვედრის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა კახა კალაძემ.

“რამოდენიმეჯერ იყო ზარი ჩემს ტელეფონზე და მოითხოვა შეხვედრა ნებისმიერ ადგილზე სადაც ვეტყოდი. თბილისის მერიაში მოხდა შეხვედრა, თუმცა არაფერი ისეთი. მითხრა, რომ აპირებდა თავისი კანდიდატურის დაყენებას, ეს რომ არ გამეგო ტელევიზიიდან”.- ამბობს თბილისის მერი და მერობის კანდიდატი კახა კალაძე

სიახლეები

“როგორც ჩანს, არჩევნებში ჩასარევად ჩემმა კოსმოსურმა ლაზერებმა ამჯერად ვერ იმუშავა“ – ილონ მასკი

ილონ მასკმა, რომელიც აშშ-ის შუალედურ კონგრესის არჩევნებში რესპუბლიკელი კანდიდატების კამპანიებს აფინანსებდა, კენჭისყრის შედეგები შეაფასა."როგორც...

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა – ობამა

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა - მათ სურთ პოლიტიკა, რომელიც ადამიანებს აერთიანებს და...

ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ – ზელენსკი

„ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ. თუმცა, პუტინის კიევში მოწვევას...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული მურთაზ ზოდელავა თავისუფალია

მურთაზ ზოდელავამ N12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა - საპატიმროდან გათავისუფლებული პოლიტიკოსი ამბობს, რომ "საკუთარ თავს...