მთავარისიახლეებისაზოგადოება"მოგვხედონ და ნუ აჭიანურებენ" - კოსტავას ქუჩის მოსახლეობა გზის დროულ რეაბილიტაციას ითხოვს...

“მოგვხედონ და ნუ აჭიანურებენ” – კოსტავას ქუჩის მოსახლეობა გზის დროულ რეაბილიტაციას ითხოვს [Video]

Published on

ზუგდიდში კოსტავას ქუჩის ამ მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე თვის წინ დაიწყო. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ახალი გზის სამ კილომეტრამდე მონაკვეთზე გზის ახალი საფარის დაგება ადგილობრივმა ხელისუფლებამ მარტში დააანონსა. ქუჩის ნაწილი მოასფალტებულია, ნაწილში კი სამუშაოები თითქმის ერთი თვეა შეჩერებულია. ადგილობრივები ამბობენ, რომ ზაფხულის მტვერსა და წვიმიან ამინდში ტალახის გამო ცხოვრება გაუსაძლისია,გადაადგილება უჭირთ როგორც მძღოლებს, ასევე ქვეითად მოსიარულეებსაც.
კოსტავას ქუჩის ეს მონაკვეთი დატვირთულია სავაჭრო სივრცეებით, აქვეა ბანკის ფილიალიც და სხვა მომსახურების ობიექტებიც, რომლებსაც გზის უქონლობის გამო მუშაობა შეფერხებით უწევთ. „ოდიში“ ამ საკითხზე ზუგდიდის მერიას დაუკავშირდა, უწყების ცნობით, ინფორმაცია სამუშაოების შეჩერებაზე არასწორია, მათი თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს საკომუნიკაციო საშუალებების მონტაჟი, ხოლო მისი დასრულების შემდეგი ეტაპი ძირითად სამუშაოებს დაეთმობა.
კოსტავას ქუჩა ერთ-ერთი მთავარი ქუჩაა, რომელიც წლებია ავარიულ მდგომარეობაშია და მოსახლეობას პრობლემას დღემდე უქმნის. კოსტავას ქუჩის სრულ რეაბილიტაციასთან ერთად, 16 ქუჩაზე ასფალტის მეორე ფენის დაგების სამუშაოები უნდა განხორციელდეს, რისთვისაც მთლიანობაში 4 მილიონი ლარია გამოყოფილი. სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...