მთავარიUncategorizedგიგი უგულავამ ფოთში ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატები  წარადგინა

გიგი უგულავამ ფოთში ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატები  წარადგინა

Published on

გიგი უგულავამ ფოთში ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატები  წარადგინა.

გიგი უგულავა - ხელისუფლება, რომელიც პატივს არ სცემს პარტნიორებს და ელაქუცება მტრებს, ამთავრებს შემდეგნაირად: კარგავს პარტნიორებს და ბარდება მტერს, ამიტომ ეს არჩევნები არის რეფერენდუმი

,,ძალიან მნიშვნელოვანი გზაგასაყარია ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან უღებენ კარს რუსეთს, და კარს უკეტავენ ევროპას 75-მილიონიან დაფინანსებაზე უარის თქმით” – განაცხადა მან.

„პრემიერად წოდებული არსების და ოლიგარქის მარიონეტის გუშინდელი განცხადება პირდაპირი სიგნალი იყო. ეს არ იყო სახელმწიფოს მხრიდან ნათქვამი უარი კრედიტზე ან დახმარებაზე. გუშინდელი განცხადება იყო გეოპოლიტიკური არჩევანი, რომელიც ქართველი ხალხის ზურგს უკან, მათი სურვილის მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა ოლიგარქმა გადაწყვიტეს და თავს მოახვიეს ამ ქვეყანას.

ჩვენ ვნახეთ იმედგაცრუებული ევროპელი პარტნიორები და ჩვენი გახარებული მტრები რუსეთიდან. ისინი ღარიბაშვილის განცხადებით გახარებული იყვენ, ხოლო ჩვენი პარტნიორები შეშფოთებული, დამწუხრებული და გაკვირვებული დარჩნენ. ხელისუფლება, რომელიც პატივს არ სცემს პარტნიორებს და ელაქუცება მტრებს, ამთავრებს შემდეგნაირად – კარგავს პარტნიორებს და ბარდება მტერს. ამიტომ, 2 ოქტომბრის არჩევნები როგორც არასდროს არის რეფერენდუმი“, – აღნიშნა უგულავამ.

მისი განმარტებით, ამ რეფერენდუმით ქართველი ხალხი დაბრუნდება იქ, სადაც მისი ადგილია – დასავლური, ქრისტიანული ცივილიზაციის წიაღში.

სიახლეები

ბრიუსელის უსინდისობის პატიმრები არიან – პაპუაშვილი რეჟიმის პატიმრებზე

 შალვა პაპუაშვილმა რეჟიმის პატიმრების შესახებ გააკეთა კომენტარი. პაპუაშვილი ამბობს, რომ ისინი "ბრიუსელის უსინდისობის პატიმრები...

სკოლებში არჩევითი საგნების ნუსხა განისაზღვრა

მედიაწიგნიერება, ფინანსური წიგნიერება, ხელოვნური ინტელექტი, კომპიუტერული მეცნიერება, მეწარმეობა, ასტრონომია, კინოხელოვნება და სხვა - ახალი...

მეორადი ჩარიცხვის პროცესი აბიტურიენტებისთვის 14 სექტემბრის 11:00 საათიდან დაიწყება და 18 სექტემბრის 18:00 საათამდე გაგრძელდება

მეორადი ჩარიცხვის პროცესი აბიტურიენტებისთვის 14 სექტემბრის 11:00 საათიდან დაიწყება და 18 სექტემბრის 18:00 საათამდე...

უნგრეთმა ათი რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა

8 სექტემბერს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანიტა ორბანმა გამოაცხადა, რომ უნგრეთმა რუსეთის დიპლომატიური მისიის...