მთავარისიახლეებისაქართველოსა და კოსოვოს ნაკრებთა მატჩი ბათუმში, მაყურებლის გარეშე ჩატარდება

საქართველოსა და კოსოვოს ნაკრებთა მატჩი ბათუმში, მაყურებლის გარეშე ჩატარდება

Published on

მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში დაგეგმილი მატჩი საქართველოსა და კოსოვოს ნაკრებთა შორის ხვალ, 2 სექტემბერს, მაყურებლის გარეშე ჩატარდება.

ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

“საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს სერბეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მჭიდროდ თანამშრომლობს სერბეთის მთავრობასთან საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების საფუძველზე. შესაბამისად, ბათუმში გასამართი სპორტული ღონისძიება არანაირად არ უკავშირდება კოსოვოს მხარის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს რაიმე ფორმით აღიარებას და/ან ცნობას.

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოცემული მატჩის ჩატარების ვალდებულებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას FIFA-ს წევრობა და მისი წესდება აკისრებს”- წერია განცხადებაში, რომელსაც სამინისტრო ავრცელებს.

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...