მთავარისიახლეებიპოლიტიკადაბრუნდება თუ არა კონსტიტუციის პროექტი მესამედან მეორე მოსმენის რეჟიმში

დაბრუნდება თუ არა კონსტიტუციის პროექტი მესამედან მეორე მოსმენის რეჟიმში

Published on

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ კანონმდებლობით შესაძლებელია, მესამე მოსმენიდნ მეორე მოსმენის რეჟიმში დაბრუნდეს კონსტიტუციის პროექტი, რითაც შესაძლებელი გახდება მასში ცვლილებების შეტანა.
 
მისი განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან არადემოკრატიული ნაბიჯი იქნება, თუკი საშემოდგომე სესიაზე პირდაპირ მესამე მოსმენით მიიღებენ საკონსტიტუციო ცვლილებებს.
 
“ქართულ ოცნებას” როგორც ოპოზიცია, ასევე პრეზიდენტი მიმართავენ, გამოიწვიოს პარლამენტიდან საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელიც როგორც ორი მოსმენით პარლამენტმა უკვე მიიღო. ოპოზიციურმა პარტიებმა ბოიკოტო გამოუცხადეს საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესს, ვინაიდან მათთვის კატეგორიულად მიუღებელია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” მიერ გაკეთებული ჩანაწერი. მათ არც პირველ და მეორე მოსმენებზე კენჭისყრაში მიიღეს მონაწილეობა. პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი ამბობს, რომ “ქართული ოცნება” დიალოგისთვის მზად არის.
 
“ჩვენი კანონმდებლობით, კონსტიტუციის მიღებაზე ვრცელდება იმავე ტიპის რეგულციები, რაც ვრცელდება ჩვეულებრივი კანონის მიღებაზე, დაბრუნების თვალსაზრისით.  არაფერი არ უშლის ხელს პროცედურულად პარლამენტს, რომ მესამე მოსმენის დროს მან მიიღოს გადაწყვეტილება კანონპროექტის მეორე მოსმენის ეტაპზე დაბრუნებასთან დაკავშირებით. სწორედ მეორე მოსმენის დროს შესაძლებელია შევიდეს ის ცვლილებები საარჩევნო სისტემაში თუ სხვა საკითხებში, რაზეც ამ ეტაპზე არის ძალიან რადიკალიზებული პოლიტიკური სპექტრიც და საზოგადოებაც, რაც არ წარმოადგენს ფარო კონსენსუსის საგანს,”- ამბობს ნაცვლიშვილი.
 
მისივე თქმით, არასამთავრობო სექტორი მზად არის, პროცესში მედიატორის როლი შეასრულოს.
 
“დიალოგს აზრი ყოველთვის აქვს. ნებისმიერი დემოკრატიულ ქვეყანაშ კონსტიტუცია არ შეიძლება იყოს მიღებული მხოლოდ ერთო პარტიის მხარდაჭერით. შესაბამისად დიალოგის გაგრძელება ფართო კონსენსუსის მიღების მიზნით სასიცოცლოდ აუცილებელია დემოკრატიული განვითარებისთვის და ჩვენ ჩვენი მხრივ, მზად ვართ, რომ ამ პროცესში მედიატორის როლი შევასრულოთ იმისთვის, რომ პოლიტიკურმა ძალებმა მოძებნონ გონივრული და დემოკრატიული გამოსავალი შექმნილი ჩიხური სიტუციიდან,”- აცხადებს ანა ნაცვლიშვილი
 
 

სიახლეები

ზუგდიდში 24 წლის ბიჭის მკვლელობის მცდელობისთვის ბრადებულს ბრალდება წარუდგინეს

სისხლიანი ანგარიშსწორება ზუგდიდში - საქართველოს პროკურატურამ ინგირში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება...

აშშ-მ პირველად აღიარა, რომ კოსმოსში იარაღი განათავსა

აშშ-მ საჯაროდ პირველად აღიარა, რომ ორბიტაზე იარაღი განათავსა. საჰაერო ძალების მდივან ტროი მინკის თქმით,...

რუსეთმა კიევში ბენზინგასამართი სადგურებს დაარტყა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

15 სექტემბრის ღამეს კიევსა და უკრაინის რამდენიმე რეგიონში რუსული დრონების თავდასხმის საფრთხის გამო საჰაერო...

კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა

კულტურის მინისტრის პოსტზე, მაია ბითაძე დაინიშნა. განცხადება ირაკლი კობახიძემ 15 სექტემბერს, ბრიფინგზე გააკეთა. "დღეს საქართველოს...