„მე დღესვე გავდივარ ფრაქციიდან და ზუგდიდის საკრებულოში ერთად ერთი ოპოზიციური ფრაქციის დაშლაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა შეგიძლიათ ინებოთ“ – ეს განცხადება ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ უკვე ყოფილმა წევრმა ბათლომე შელიამ გააკეთა. მას ამის შესახებ დღეს დილით ფეისბუქზე, საკუთარ გვერდზე დაწერა. გადაწყვეტილებას წინ სოციალურ ქსელში მასსა და ფრაქციის კიდევ ერთ წევრს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის ანა წითლიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა. კამათი ყოფილ თანაპარტიელებს შორის ლელა ქებურიას ზუგდიდის მერობის კანდიდატად წარდგენას მოჰყვა. წითლიძემ ევროპული საქართველოს წევრები ღალატში დაადანაშაულა და დაწერა, რომ ადგილობრივ არჩევნებზე ისინი „გაბანძდებიან“. ანა წითლიძემ აღნიშნულ პოსტში „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრები მკაცრად გააკრიტიკა:
„ზუგდიდს უარესებიც უნახავს და აუტანია, ვიდრე ქებურიას მერობის კანდიდატობა და გოგორიშვილის ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელობა. ევროქოცების თემა დიდი ხანია ჩემთვის და ნაციონალური მოძრაობისთვის საინტერესო და აქტუალური აღარაა, რადგან მათი პოლიტიკური მომავალი ზუსტად ისეთივე იქნება. როგორიც ა.წ. უკვე წინა არჩევნებიდან გამქრალი პოლიტიკური პარტიები და "ლიდერები" მითუმეტეს. როდესაც მოღალატის იარლიყი გარტყია "ბრენდად" .
„არც დამენია და არც გუნავა სულ რომ ფეხებით ჩამოგეკიდათ ზუგდიდში მერობის კანდიდატად მაინც არ დადგებოდნენ. გუნავას ძველი ცოდვების გამო, დამენიას კიდევ ზუგდიდელები არასოდეს არ თვლიდნენ თავის ტიპად და უფრო მეტიც, სამგზის პარლამენტის დეპუტატი რომ იყო ისიც კი არ ახსოვთ. ეს ფაქტორებიც რომ გამოვრიცხოთ დამენია და გუნავამაც მშვენივრად იციან, რომ არათუ გამარჯვების მინიმალური შანსი არა აქვთ, დიდი შანსი აქვთ საბოლოოდ გაბანძების ამ არჩევნებზე ზუგდიდში. ამ გაბანძებაზე კი უკვე კარგად გაბანძებული და მოღალატის იარლიყით აკრული დამენია-გუნავა არაფრით არ წავიდონენ. "განტევების ვაცი" აქ ქებურია უნდა ყოფილიყო. "ახალი კადრი", "ქალი". მერე რა, რომ ცხარე ცრემლით ტიროდა და არ უნდოდა, ადვილად შეახსენეს რის გამო გახდა პარლამენტის წევრი და რატომ უნდა დამდგარიყო კანდიდატად“ – წერს სოციალურ ქსელში ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე.
აღნიშნულს ცოტა ხანში „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი და ამჟამად „ევროპული საქართველოს“ წევრი ბათლომე შელია გამოეხმაურა. ყოფილი თანაგუნდელების სიტყვიერი პაექრობა პირად შეურაცხყოფაში გადაიზარდა. მოგვიანებით ბათლომე შელიამ განაცხადა, რომ საკრებულოს ფრაქციას ტოვებს.
„გუნავას ჩემი ადვოკატობა არ სჭირდება, მაგრამ სწორედ რასაც აყვედრიდით მაგ ერთგულებისთვის იჯდა ციხეში და თუ პრეზიდენტმა შეიწყალა, ვალდებული იყო მორალურად და ეს ფაქტი თენგოს არანაირად არ ჰკიდებდა მისი მონური მორჩილების ვალდებულებას…
ნუ დაგავიწყდებათ, რომ ხელისუფლებამ მხოლოდ ბენზინის ზედმეტი ხარჯვის მეტი პრეტენზია ვერ წაუყენა, სხვა თქვენი მეგობრებისგან განსხვავებით, რომლებსაც ბრალად ყველა ის უბედურება ედება, რის გამოც ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებას ჩამოაშორეს.
„არც ლაშა დამენიას ადვოკატი ვიქნები, მაგრამ იქ რომ გიზით, დღევანდელი თქვენი ვაი პოლიტიკური ლიდერები, თითქმის ყველა მისი შექმნილია პრაქტიკულად არაფრისგან, მაგრამ ბუნებამ რაც ვერ უშველა მაგას ეს ვერ გამოასწორებდა. ზიან ეხლა წითლიძის გვერდით და მშვიდად უსმენენ როგორ აყენებს შეურაწყოფას მათი ბავშვობის მეგობარს მხოლოდ იმიტომ, რომ მან სხვა პოლიტიკური გზა აირჩია.“
„არავის მოღალატედ არ ვთვლი თავს. მით უმეტეს მიშასი. არანაირი ვალდებულება არ მაქვს არც მორალური და არც სხვა მის წინაშე. 2010-დან 2017-მდე უკან არ დამიხევია ბრძოლის ველზე. საკრებულოს წევრობა იმ ბრძოლის შედეგი იყო და საკრებულოშიც იმ ხალხის ინტერესებს ვატარებ დღემდე, ვინც ამირჩია სწორედ არსებულ ხელისუფლებასთან საბრძოლველად. მე არ მინდოდა ვყოფილიყავი საკრებულოში ერთად-ერთი ოპოზიციური ფრაქციის დაშლის მიზეზი. ჩემთვის ტვირთი იყო მორალური ჯერ კიდევ ფრაქციაში ყოფნა, მაგრამ ვცდილობდი დამებალანსებია“ – წერს „ერვოპული საქართველოს პარტიის წევრი ბათლომე შელია.