მთავარისიახლეებისაზოგადოებაფოთის მერი: ,,მიკვირს, რატომ ჩნდება მთელი საქართველოს მასშტაბით ხანძარი“

ფოთის მერი: ,,მიკვირს, რატომ ჩნდება მთელი საქართველოს მასშტაბით ხანძარი“

Published on

ამ დროისთვის ფოთში, ბაზრობის ტერიტორიაზე არსებულ სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია . თუმცა ცალკეული კერები კვლავ არსებობს. 
ხანძრის ჩასაქრობად 9 სამაშველო ბრიგადა მუშაობდა, აქედან  5 ფოთისა, დანარჩენი კი მეზობელი რაიონებიდან. ,,რომ არა სახანძარო სამაშველო ბრიგადების ასეთი ოპერატიული მუშაობა, შესაძლოა, სავაჭრო ცენტრი მთლიანად დამწვარიყო“, – განაცხადა ფოთში ჩასულმა სამეგრელო – ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ. 
 
სავაჭრო ცენტრს ხანძარი დღეს დილით გაუჩნდა, დამწვარია დაახლოებით 70-მდე მაღაზია.  ცეცხლი 2000 კვადრატულ მეტრ ფართობზე იყო გავრცელებული, ამასთან ძვირადღირებული საქონლით ვაჭრობის ნაწილში, მიუხედავად იმისა, რომ მოვაჭრეების ნაწილმა ხანძრის მთლიანად გავრცელებამდე საკუთარი პროდუქციის გატანა მოახერხა, ამთავითვე ჩანს, რომ ზარალი დიდია.  
 

 ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ფოთის მერის, ირაკლი კაკულიას განცხადებით იქმნება სპეციალური კომისია, რომელიც ზარალის ოდენობას დაითვლის, თუმცა ამას გარკვეული დრო სჭირდება.
 
ადგილზე რამდენიმე მოვაჭრე შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფის გამოძახება გახდა საჭირო.
მოვაჭრეები ეჭვობენ, რომ ხანძარი სპეციალურად გააჩინეს.
 
 
ეჭვი ეპარება ქალაქის მერსაც – „ძალიან რთული ვითარებაა,   მიკვირს, რატომ ჩნდება მთელი საქართველოს მასშტაბით ხანძარი“, – განაცხადა ირაკლი კაკულიამ.
 

სიახლეები

ზუგდიდში 24 წლის ბიჭის მკვლელობის მცდელობისთვის ბრადებულს ბრალდება წარუდგინეს

სისხლიანი ანგარიშსწორება ზუგდიდში - საქართველოს პროკურატურამ ინგირში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება...

აშშ-მ პირველად აღიარა, რომ კოსმოსში იარაღი განათავსა

აშშ-მ საჯაროდ პირველად აღიარა, რომ ორბიტაზე იარაღი განათავსა. საჰაერო ძალების მდივან ტროი მინკის თქმით,...

რუსეთმა კიევში ბენზინგასამართი სადგურებს დაარტყა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

15 სექტემბრის ღამეს კიევსა და უკრაინის რამდენიმე რეგიონში რუსული დრონების თავდასხმის საფრთხის გამო საჰაერო...

კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა

კულტურის მინისტრის პოსტზე, მაია ბითაძე დაინიშნა. განცხადება ირაკლი კობახიძემ 15 სექტემბერს, ბრიფინგზე გააკეთა. "დღეს საქართველოს...