მთავარისიახლეებიკულტურა"მოხუცი ჯამბაზები" ზუგდიდში ჩამოვიდნენ

“მოხუცი ჯამბაზები” ზუგდიდში ჩამოვიდნენ [ფოტო]

Published on

ქართული თეატრის ლეგენდები ზუგდიდში არიან – კახი კავსაძე და ჯემალ ღაღანიძე პირველები ჩამოვიდნენ ჩვენს ქალაქში. მსახიობებმა მგზავრობა მატარებლით ისურვეს. ზუგდიდის რკინიგზის სადგურზე მათ არასამთავრობო ორგანიზაცია „არტ უნივერსალის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხატია ჯანაშია პირადად დახვდა, მოგვიანებით კი ახალგაზრდებმა თეატრის ვარსკვლავებს პერფორმანსი მოუწყვეს.
 
 
ქართული თეატრის ვარსკვლავები არასამთავრობო ორგანიზაცია „არტ უნივერსალის“ მოწვევით ჩამოვიდნენ. ხვალ, 10 ივლისს, 19 საათზე, კულტურის ცენტრ ოდიშის დარბაზში რუსთაველის თეატრი წარმოადგენს სპექტაკლს „მოხუცი ჯამბაზები“. არტ უნივერსალის დამფუძნებლის და ხელმძღვანელის, ხატია ჯანაშიას თქმით, ახალგაზრდების სურვილი იყო მსგავსი პერფორმანსით დახვედროდნენ მსახიობებს.
 
 
რაც შეეხება სპექტაკლს – მოქმედება მოხუცთა თავშესაფარში მიმდინარეობს. მისი ბინადარნი ყოფილი მსახიობები არიან. ადამიანები, რომლებმაც მთელი ცხოვრება სცენაზე გაატარეს. მათ ახლაც ჩაესმით თაყვანისმცემელთა აპლოდისმენტები. ამ მოხუცებისთვის განსაკუთრებით ძნელია იმის აღქმა, რომ უკვე აღარ არიან საჭირონი. ისინი ახლა მხოლოდ მოგონებებით ცხოვრობენ. თეატრთან განშორება ჭეშმარიტი არტისტისთვის სიკვდილის ტოლფასია, მაგრამ რა იქნება სიკვდილის შემდეგ? წარმოდგენაში გულისშემძვრელად გაისმის ერთ-ერთი გმირის შეკითხვა: 
 
“ნეტავ, იმქვეყნად თეატრი არის?!” 
 
 
სპექტაკლის რეჟისორი გოჩა კაპანაძეა, ხოლო მონაწილეობენ კახი კავსაძე, მანანა გამცემლიძე, თენგიზ გიორგაძე, მარინა კახიანი, ზაზა ლებანიძე, ჯემალ ღაღანიძე, დარეჯან ხარშილაძე და ნანუკა ხუსკივაძე. 
 

სიახლეები

ზუგდიდში 24 წლის ბიჭის მკვლელობის მცდელობისთვის ბრადებულს ბრალდება წარუდგინეს

სისხლიანი ანგარიშსწორება ზუგდიდში - საქართველოს პროკურატურამ ინგირში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება...

აშშ-მ პირველად აღიარა, რომ კოსმოსში იარაღი განათავსა

აშშ-მ საჯაროდ პირველად აღიარა, რომ ორბიტაზე იარაღი განათავსა. საჰაერო ძალების მდივან ტროი მინკის თქმით,...

რუსეთმა კიევში ბენზინგასამართი სადგურებს დაარტყა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

15 სექტემბრის ღამეს კიევსა და უკრაინის რამდენიმე რეგიონში რუსული დრონების თავდასხმის საფრთხის გამო საჰაერო...

კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა

კულტურის მინისტრის პოსტზე, მაია ბითაძე დაინიშნა. განცხადება ირაკლი კობახიძემ 15 სექტემბერს, ბრიფინგზე გააკეთა. "დღეს საქართველოს...