მთავარისიახლეებისაზოგადოებაბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გარდაცვლილი პაციენტის ახლობლები ექიმების დასჯას ითხოვენ

ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გარდაცვლილი პაციენტის ახლობლები ექიმების დასჯას ითხოვენ

Published on

ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ეზოში  აქ გარდაცვლილი პაციენტის  ოჯახის წევრები და ახლობლები  არიან შეკრებილი და   ქირურგ ზურაბ ჩიხლაძისა და ყველა იმ პირის  პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ, ვის   პროფესიულ გულგრილობასა და უყურადღებობასაც  შეეწირა მათი აზრით  34 წლის ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე.  
 
აქციის მონაწილეების თქმით, პაციენტმა ჭარბწონიანობის გამო კუჭზე ოპერაცია ორი თვის წინ გაიკეთა და მას შემდეგ მისი მდგომარეობა დღითიდღე უარესდებოდა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები ვარაუდობენ, რომ ექიმებმა ოპერაციის დროს საყლაპავი მილი დააზიანეს და პაციენტს დრენაჟიც არასწორად ჰქონდა გაკეთებული.
 
მათივე თქმით, 34 წლის ქალბატონი უგონო მდგომარეობაში დიაგნოზის გარეშე ბოლო რამდენიმე დღეა საავადმყოფოში აპარატზე იყო მიერთებული. გარდაცვლილის ოჯახის წევრების განცხადებით, მისი  თბილისში გადაყვანა ორჯერ სცადეს, თუმცა უშედეგოდ, პაციენტთან არც მოწვეულ ექიმს უშვებდნენ.
 

სიახლეები

ზუგდიდში 24 წლის ბიჭის მკვლელობის მცდელობისთვის ბრადებულს ბრალდება წარუდგინეს

სისხლიანი ანგარიშსწორება ზუგდიდში - საქართველოს პროკურატურამ ინგირში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება...

აშშ-მ პირველად აღიარა, რომ კოსმოსში იარაღი განათავსა

აშშ-მ საჯაროდ პირველად აღიარა, რომ ორბიტაზე იარაღი განათავსა. საჰაერო ძალების მდივან ტროი მინკის თქმით,...

რუსეთმა კიევში ბენზინგასამართი სადგურებს დაარტყა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

15 სექტემბრის ღამეს კიევსა და უკრაინის რამდენიმე რეგიონში რუსული დრონების თავდასხმის საფრთხის გამო საჰაერო...

კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა

კულტურის მინისტრის პოსტზე, მაია ბითაძე დაინიშნა. განცხადება ირაკლი კობახიძემ 15 სექტემბერს, ბრიფინგზე გააკეთა. "დღეს საქართველოს...