მთავარისიახლეებიპოლიტიკაენმ აფხაზეთის რეგიონულ ორგანიზაციას აფუძნებს

ენმ აფხაზეთის რეგიონულ ორგანიზაციას აფუძნებს

Published on

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აფხაზეთის რეგიონულ ორგანიზაციას აფუძნებს. 
 
 კონფერენციის მონაწილეებმა ორგანიზაციის ხელმძღვანელად   აფხაზეთიდან დევნილი ბესო შენგელია აირჩიეს.
 
„ენმ“-ის თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატის ნიკა მელიას განცხადებით, ბესო შენგელია არის ადამიანი, რომელსაც კარგად ესმის დევნილების პრობლემები და აფხაზებთან საუბარს რუსების გარეშე შეძლებს.
 
,,ორგანიზაციის მთავარი მესიჯია – განახლებული „ნაციონალური მოძრაობა“ 20 იანვრის შემდეგ.
 ზუსტად ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ჩამოყალიბდა, გატარდა რეფორმები, რომელმაც მოგვცა  შესაძლებლობა, შევქმნათ ძალიან ძლიერი რეგიონული ორგანიზაცია,  რომელშიც ათასობითი ადამიანი გაერთიანდება.  
ცალსახად ვაცხადებთ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აფხაზეთის რეგიონალური ორგანიზაცია იქნება ერთ-ერთი მთავარი ძალა ივანიშვილის რეჟიმის დასასრულებლად საქართველოში. ჩვენ ვიზრუნებთ, დავიცავთ დევნილთა უფლებებს და ვიბრძოლებთ საქართველოს დამოუკიდებლობისა და მთლიანობისთვის”, – განაცხადა ბესო შენგელიამ.
 
კონფერენციის მონაწილეებს უკრაინიდან მიხეილ სააკაშვილმაც მიმართა.
 

 
 

სიახლეები

ზუგდიდში 24 წლის ბიჭის მკვლელობის მცდელობისთვის ბრადებულს ბრალდება წარუდგინეს

სისხლიანი ანგარიშსწორება ზუგდიდში - საქართველოს პროკურატურამ ინგირში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება...

აშშ-მ პირველად აღიარა, რომ კოსმოსში იარაღი განათავსა

აშშ-მ საჯაროდ პირველად აღიარა, რომ ორბიტაზე იარაღი განათავსა. საჰაერო ძალების მდივან ტროი მინკის თქმით,...

რუსეთმა კიევში ბენზინგასამართი სადგურებს დაარტყა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

15 სექტემბრის ღამეს კიევსა და უკრაინის რამდენიმე რეგიონში რუსული დრონების თავდასხმის საფრთხის გამო საჰაერო...

კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა

კულტურის მინისტრის პოსტზე, მაია ბითაძე დაინიშნა. განცხადება ირაკლი კობახიძემ 15 სექტემბერს, ბრიფინგზე გააკეთა. "დღეს საქართველოს...