მთავარისიახლეებისაზოგადოებაფოთისა და ზუგდიდის მატარებლების საკონტაქტო ქსელს მეხი დაეცა

ფოთისა და ზუგდიდის მატარებლების საკონტაქტო ქსელს მეხი დაეცა

Published on

სამგზავრო მატარებელი ,,ზუგდიდი-თბილისი''  სენაკიდან 7 კილომეტრში გაჩერდა. მგზავრები ორი საათის განმავლობაში  სრულ სიბნელეში, სამელი წყლის გარეშე და  და , რაც მთავარია, გაჩერების მიზეზისა და გზის გაგრძელების სავარაუდო დროის შესახებ  ინფორმაციის გარეშე აღმოჩნდნენ. 
 
სამგზავრო მატარებელი, რომელიც  18:15 წთ-ზე გავიდა ზუგდიდიდან , თბილისში 23:40 წთ-ზე უნდა ჩასულიყო, ღამის 2 საათზეც არ იყო ჩასული.
 შეფერხდა ფოთი – თბილისის მატარებლის მოძრაობაც. 
 
„საქართველოს რკინიგზის'' პრესსამსახურის განმარტებით, ფოთისა და ზუგდიდის მატარებლების მოძრაობა მძიმე მეტეოროლოგიური პირობების გამო  შეფერხდა. ორივე სამგზავრო მატარებლის შემთხვევაში საკონტაქტო ქსელს მეხი დაეცა, რამაც მატარებლების მწყობრიდან გამიყვანა გამოიწვია. თუმცა, უწყების ინფორმაციით, ორივე შემთხვევაში პრობლემა მალე აღმოიფხვრა.
 
 
 
 
”დანარჩენები მატარებლები გრაფიკის მიხედვით მოძრაობენ და იმედი გვაქვს, ასეც გაგრძელდება”, – აცხადებენ უწყებაში.

სიახლეები

ზუგდიდში 24 წლის ბიჭის მკვლელობის მცდელობისთვის ბრადებულს ბრალდება წარუდგინეს

სისხლიანი ანგარიშსწორება ზუგდიდში - საქართველოს პროკურატურამ ინგირში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება...

აშშ-მ პირველად აღიარა, რომ კოსმოსში იარაღი განათავსა

აშშ-მ საჯაროდ პირველად აღიარა, რომ ორბიტაზე იარაღი განათავსა. საჰაერო ძალების მდივან ტროი მინკის თქმით,...

რუსეთმა კიევში ბენზინგასამართი სადგურებს დაარტყა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

15 სექტემბრის ღამეს კიევსა და უკრაინის რამდენიმე რეგიონში რუსული დრონების თავდასხმის საფრთხის გამო საჰაერო...

კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა

კულტურის მინისტრის პოსტზე, მაია ბითაძე დაინიშნა. განცხადება ირაკლი კობახიძემ 15 სექტემბერს, ბრიფინგზე გააკეთა. "დღეს საქართველოს...