მთავარისიახლეებისამართალისალონიკში, ქართველი ქალის მკვლელობისთვის დაპატიმრებულმა კაცმა საკანში თავი მოიკლა

სალონიკში, ქართველი ქალის მკვლელობისთვის დაპატიმრებულმა კაცმა საკანში თავი მოიკლა

Published on

სალონიკში ქართველი ქალის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულმა კაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ბერძნული მედიის ცნობით, მან საკანში თავი ჩამოიხრჩო.

სალონიკში 56 წლის საქართველოს მოქალაქე ელენე ხალამიდი რამდენიმე დღის წინ მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებული 55 წლის კაცი პოლიციამ მომხდარი დანაშაულიდან რამდენიმე საათში დააკავა. დაკავებულიც საქართველოს მოქალაქე იყო.

პოლიციამ ამოიღო მკვლელობის იარაღი – დანა, რითაც კაცმა ქალს დაზიანებები მიაყენა, მათ შორის, სასიკვდილო. როგორც მეზობლები ამბობენ, ქალი ოჯახში დამხმარედ მუშაობდა, კაცი კი მშებნებლობაზე იყო დასაქმებული, თუმცა, ალკოჰოლდამოკიდებულების გამო ხშირად რჩებოდა უმუშევარი.

მეზობლებისვე თქმით, ქალსა და კაცს შორის კამათიც სწორედ ამ ნიადაგზე ხდებოდა, რადგან ქალი კაცის ცხოვრების წესით უკმაყოფილო იყო. მკვლელობასაც წინ სწორედ კამათი უძღოდა:

“დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში კამათობდნენ, ბოლოს ქალის ხმა ისმოდა, გთხოვ, ნუ მომკლავო… მერე ეს კაცი აივნიდან გადმოხტა, ხელები სისხლიანი ჰქონდა”, – ამბობდა თვითმხილველი.

სალონიკში მომხდარი მკვლელობის დეტალები შეგიძლიათ იხილოთ აქ:

“ქალი ეხვეწებოდა, ნუ მომკლავო…” – სალონიკში მომხდარი მკვლელობის დეტალები

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...