მთავარისიახლეებიპოლიტიკარომან გოცირიძე არ გამორიცხავს დიდ საპროტესტო აქციებსაც , თუ...

რომან გოცირიძე არ გამორიცხავს დიდ საპროტესტო აქციებსაც , თუ ხელისუფლებამ უგულვებელყო საშინაო და საერთაშორისო აზრი საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ

Published on

ნაციონალური მოძრაობა“ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებულ დიალოგში ჩაერთვება, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ განუცხადა.
 
გოცირიძე მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო პროცესი ჩიხში შევიდა და აუცილებელია ამ ორი მოსმენით მიღებული დოკუმენტის გამოხმობა. 
 
„როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები – მთავრობასა და პარლამენტში აცხადებენ, რომ ისინი მზად არიან კომპრომისისთვის და ოპოზიციისგან შეთავაზებას ელოდებიან, ეს თვალთმაქცობაა, ვინაიდან ორი მოსმენით მიღებული დოკუმენტის შემდეგ, მესამე მოსმენა მხოლოდ რედაქციული ხასიათისაა, მხოლოდ წერტილ-მძიმის ჩასწორებაა შესაძლებელი და როგორი კომპრომისული წინადადებებიც არ უნდა შევთავაზოთ ჩვენ, საკანომდებლო რეგლამენტით მისი გათვალისწინება შეძლებელია. ერთადერთი გამოსავალია, რომ ხელისუფლებამ აღიაროს თავისი სერიოზული შეცდომები, ეს დოკუმენტი უკან გამოიხმოს, დაჯდეს პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობო სექტორთან და ქართველ ხალხთან ერთად შექმნას საყოველთაო კონსენსუსის დოკუმენტი. ეს არის კონსტიტუცია, რომელსაც მხარს უჭერს მხოლოდ ერთადერთი პარტია“, – განაცხადა გოცირიძემ. 
 
მისივე თქმით, აღნიშნულ დოკუმენტს არავითარი მხარდაჭერა არ აქვს არც ქვეყნის შიგნით და არც გარეთ და „საქართველოში კონსტიტუციური ძალადობა ცნობილია უკვე ევროპის ქვეყნების მთავრობებისთვის, ვენეციის კომისიისთვის.“
 
„დოკუმენტისადმი უნდობლობა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ, ხელისუფლებას აიძულებს, რომ წამოვიდეს კომპრომისზე და სწორედ მათგან ველოდებით ჩვენ კომპრომისულ შემოთავაზებას. თუმცა ამისთვის პირველი ნაბიჯია საკონსტიტუციო პროექტის უკან გამოხმობა. თუ მოხდება სრული იგნორირება ასეთი ერთსულოვანი საშინაო და საგარეო აზრისა, მაშინ ჩვენ ვიმოქმედებთ ყველა კანონიერი მეთოდით, მათ შორის, ჩვენ არ გამოვრიცხავთ დიდ საპროტესტო აქციებსაც“, – განაცხადა გოცირიძემ.
 
პრეზიდენტის ადმინისტრაცია საკონსტიტუციო პროექტთან დაკავშირებით კონსენსუსის მისაღწევად მხარეებს ორშაბათს შეხვედრას სთავაზობს, – ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა პოლიტიკურ საკითხებში ფიქრია ჩიხრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 
 

სიახლეები

შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე გიორგი გედენიძეს 2000-ლარიანი...

საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელზე ძებნა გამოცხადდა

საქართველოს რკინიგზის ყოფილ ხელმძღვანელზე, დავით ფერაძეზე ძებნა გამოცხადდა - სუს-მა სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში ჯამში...

რუსეთის დუმის არჩევნები 2026 წლის 20 სექტემბერს ჩატარდება

პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც მეცხრე მოწვევის სახელმწიფო დუმის არჩევნები 2026 წლის 20...

ლავრა საუკუნეებს გაუძლებს! მოსკოვი დაეცემა! – რობერტ „მადიარ“ ბროვდი

"ლავრა საუკუნეებს გაუძლებს! მოსკოვი დაეცემა!... ბრაზის აფეთქებების ნაცვლად საწვავის აფეთქებები – პრაგმატული სასჯელი, ემოციებისა და ზედმეტი...