მთავარისიახლეებისაზოგადოებაჰამბურგში „დიდი ოცეულის“ ქვეყნების ლიდერების სამიტი რადიკალების მძლავრი მანიფესტაციის ფონზე მიმდინარეობს

ჰამბურგში „დიდი ოცეულის“ ქვეყნების ლიდერების სამიტი რადიკალების მძლავრი მანიფესტაციის ფონზე მიმდინარეობს

Published on

დღეს, ჰამბურგში „დიდი ოცეულის“ ქვეყნების ლიდერების ორდღიანი სამიტი გაიხსნა. 
 
პირველი შეხვედრა სამიტის ფარგლებში, რომელიც ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებს განიხილავს, ანტიგლობალისტებისა და რადიკალების  მძლავრი მანიფესტაციის ფონზე მიმდინარეობს – დემონსტრანტები „დიდი ოცეულის“ სამიტის ჩატარებას აპროტესტებენ.  აქცია მიმდინარეობს ლოზუნგით;  ეს არის  ,,Welcome to Hell '' – კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯოჯოხეთში'',  მასში  12 ათასი ადამიანი მონაწილეობს, მათგან დაახლოებით ათასი კაცი მიეკუთვნება ე.წ. შავ ბლოკს'' , რომელიც, როგორც წესი, სახეს ნიღბებით მალავს და აგრესიით გამოირჩევა.
 
„ქუჩა გადაკეტილია. მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, დემონსტრანტები არ იშლებიან.  დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის წავლი გამოვიყენეთ“, – იუწყება ჰამბურგის პოლიცია „ტვიტერზე“ . ამ ზომების მიღება მასშემდეგ გახდა საჭირო, რაც   პოლიციამ დემონსტრანტებს ნიღბების მოხსნა მოსთხოვა, თუმცა ამაზე  კატეგორიული უარი მიიღო.  უფრო მეტიც ,  ნიღბიანებმა ბოთლები დაა სხვა მყარი საგნები დაუშინეს სამართალდამცავებს, რაც ორმხრივ დაპირისპირებაში გადაიზარდა.   
 მანიფესტანტები აქამდე არ ტოვებენ პოზიციებს, თუმცა პოლიციამ შეძლო მათი ,,ჩაჩოჩება'' უშუალოდ სამიტის შეხვედრის ადგილიდან.  ისინი ახალ მიმდებარექუჩენს მოედვნენ,   აგებენ ბარიკადებს, ცეცხლს უკიდებენ ნაგვის კონტეინერებსა და ავტომობილებს, რაც ჯერ კიდევ დილით დაიწყო. ერთერთ ქუჩაძე   უცნობი პირები თავს დაესხნენ საპატრულო პოლიციის მანქანას. 
 
მსოფლიო მედიაში ვრცელდება    მანიფესტაციის, პოლიციასა და მანიფესტანტებს შორის შეტაკებების  ამსახველი ფოტო და ვიდეომასალები.  ,,დოიჩე ველეს'' ინფორმაციით შეტაკებაში დაშავებულია 100 – მეტი ადამიანი, მათ შორის 76 პოლიციელი, , 40-ზე მეტი კი დაკავებულია.
საპროტესტო გამოსვლები ჰამბურგში გუშინ დაიწყო და დღეს პიკს მიაღწია. .
 
გერმანია, რომელიც  2016 წლის 1 დეკემბერს „დიდი ოცეულის“ თავმჯდომარე ქვეყანა გახდა, ამ სტატუსით პირველად მასპინძლობს  ოცეულსი შემავალი ქვეყნების ლიდერების შეხვედრას  . გერმანიის ხელისუფლებამ პრიორიტეტად შემდეგი თემები დაასახელა: კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა, აფრიკის განვითარება, შიმშილის აღმოფხვრა, საზოგადოებაში ქალის როლის გაძლიერება.
პირველი შეხვედრის შემდეგ ლიდერები განცხადებებს გააკეთებენ ტერორიზმთან ბრძოლის საკითხზე. 
 
 

 

სიახლეები

შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე გიორგი გედენიძეს 2000-ლარიანი...

საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელზე ძებნა გამოცხადდა

საქართველოს რკინიგზის ყოფილ ხელმძღვანელზე, დავით ფერაძეზე ძებნა გამოცხადდა - სუს-მა სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში ჯამში...

რუსეთის დუმის არჩევნები 2026 წლის 20 სექტემბერს ჩატარდება

პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც მეცხრე მოწვევის სახელმწიფო დუმის არჩევნები 2026 წლის 20...

ლავრა საუკუნეებს გაუძლებს! მოსკოვი დაეცემა! – რობერტ „მადიარ“ ბროვდი

"ლავრა საუკუნეებს გაუძლებს! მოსკოვი დაეცემა!... ბრაზის აფეთქებების ნაცვლად საწვავის აფეთქებები – პრაგმატული სასჯელი, ემოციებისა და ზედმეტი...