მთავარისიახლეებისაზოგადოებადუშეთსა და კასპში ტურისტების ორი ჯგუფია დაკარგული

დუშეთსა და კასპში ტურისტების ორი ჯგუფია დაკარგული

Published on

 შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, მაშველები  დუშეთსა და  კასპში  ტურისტების ორი ჯგუფია დაკარგული. 
 
 დუშეთის რაიონში  ეძებენ 5 ტურისტს, რომლებიც  სავარაუდოდ , ხევსურეთში, გუროს კოშკის მიმდებარე ტერიტორიებზე იმყოფებიან.
 
”გუშინ ღამით, დაახლოებით 10:00 საათისთვის შემოვიდა SOS შეტყობინება, რის შედეგადაც დადგინდა კოორდინატები და მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები”, – აცხადებენ სააგენტოში.
 
მათი ცნობით, ტურისტების ვინაობა ამ დროისთვის დადგენილი არ არის.
 
 4 ტურისტს ეძებენ კასპშიც –  სააგენტოს ცნობით,  რომ 5 ივლისს, უწეყებაში გვიან ღამით თავად ტურისტებისგან შევიდა  შეტყობინება, რომ  ტყეში შევიდნენ და  გზა ვეღარ აგნებენ. 
 
” მას შემდეგ კავშირი გაწყდა და მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები”, – აცხადებენ სააგენტოში.
 
 

სიახლეები

შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე გიორგი გედენიძეს 2000-ლარიანი...

საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელზე ძებნა გამოცხადდა

საქართველოს რკინიგზის ყოფილ ხელმძღვანელზე, დავით ფერაძეზე ძებნა გამოცხადდა - სუს-მა სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში ჯამში...

რუსეთის დუმის არჩევნები 2026 წლის 20 სექტემბერს ჩატარდება

პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც მეცხრე მოწვევის სახელმწიფო დუმის არჩევნები 2026 წლის 20...

ლავრა საუკუნეებს გაუძლებს! მოსკოვი დაეცემა! – რობერტ „მადიარ“ ბროვდი

"ლავრა საუკუნეებს გაუძლებს! მოსკოვი დაეცემა!... ბრაზის აფეთქებების ნაცვლად საწვავის აფეთქებები – პრაგმატული სასჯელი, ემოციებისა და ზედმეტი...