მთავარისიახლეებიპოლიტიკაარასამთავრობო ორგანიზაციები ოპოზიციონერ დეპუტატებს მოუწოდებენ, თვითმმართველი ქალაქების გაერთიანების შესახებ გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში...

არასამთავრობო ორგანიზაციები ოპოზიციონერ დეპუტატებს მოუწოდებენ, თვითმმართველი ქალაქების გაერთიანების შესახებ გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრონ.

Published on

არასამთავრობო ორგანიზაციები  ოპოზიციონერ დეპუტატებს მოუწოდებენ, თვითმმართველი ქალაქების გაერთიანების შესახებ გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრონ.
 
,, 7 თვითმმართველი ქალაქისათვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსის გაუქმების გადაწყვეტილების მიღებისას, საქართველოს მთავრობამ ვერ უზრუნველყო კონსტიტუციური ვალდებულების სათანადოდ შესრულება- ნათქვამია მათ მიმართვაში –  კონსტიტუციის შეცვლა და თვითმმართველი ერთეულების შექმნა-გაუქმება ის ორი საკითხია, რომელთა გადაწყვეტაში მოსახლეობის ჩართულობის სავალდებულოობას საქართველოს კონსტიტუციამ განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა. ისევე, როგორც კონსტიტუციის ცვლილების შემთხვევაში, თვითმმართველი ერთეულის შექმნა-გაუქმების დროსაც, მოსახლეობასთან საკითხის წინასწარი განხილვა სავალდებულო პროცედურაა. ამ პირობის დარღვევა საფრთხის ქვეშ აყენებს მიღებული გადაწყვეტილებების ლეგიტიმურობას და მისი ანტიკონსტიტუციურობის რისკებს ქმნის.
 
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, „თვითმმართველი ერთეულის გაუქმებას ან მისი ადმინისტრაციული საზღვრების გადასინჯვას წინ უნდა უსწრებდეს თვითმმართველ ერთეულთან კონსულტაციები“, რამდენადაც, „თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები ადგილობრივი მნიშვნელობის საქმეებს აწესრიგებენ ადგილობრივი თვითმმართველობის მეშვეობით“. 
 
7 თვითმმართველი ქალაქისათვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსის გაუქმების გადაწყვეტილების მიღებისას, საქართველოს მთავრობამ ვერ უზრუნველყო კონსტიტუციური ვალდებულების სათანადოდ შესრულება, კერძოდ, კონსულტაციების გამართვა კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. შემდგომში, საქართველოს პარლამენტმა, რომლის უმთავრესი ფუნქცია კანონის შესრულებისა და მთავრობის კონტროლია, მთავრობის ინიციატივის განხილვისას არ იმსჯელა ზემოაღნიშნული კონსტიტუციური ვალდებულების დაცულობაზე. 
 
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილ დეპუტატებს, პირველ რიგში კი, საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ მყოფ პოლიტიკურ ძალებს, გამოიყენონ კანონმდებლობით მინიჭებული უფლება და მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 15 ივნისის დადგენილების ანტიკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით”, – ნათქვამია განცხადებაში. 
 
განცხადებას ხელს  აწერენ არასამთავრობო ორგანიზაციები: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრი, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი, საქართველოს მედია კლუბი, სამოქალაქო განვითარების სააგენტო, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, ლიბერალური აკადემია – თბილისი, რეგიონის განვითარების ცენტრი, გორის საინფორმაციო ცენტრი, „საუნჯე“ და კონსტიტუციის 42-ე მუხლი.

სიახლეები

შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე გიორგი გედენიძეს 2000-ლარიანი...

საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელზე ძებნა გამოცხადდა

საქართველოს რკინიგზის ყოფილ ხელმძღვანელზე, დავით ფერაძეზე ძებნა გამოცხადდა - სუს-მა სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში ჯამში...

რუსეთის დუმის არჩევნები 2026 წლის 20 სექტემბერს ჩატარდება

პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც მეცხრე მოწვევის სახელმწიფო დუმის არჩევნები 2026 წლის 20...

ლავრა საუკუნეებს გაუძლებს! მოსკოვი დაეცემა! – რობერტ „მადიარ“ ბროვდი

"ლავრა საუკუნეებს გაუძლებს! მოსკოვი დაეცემა!... ბრაზის აფეთქებების ნაცვლად საწვავის აფეთქებები – პრაგმატული სასჯელი, ემოციებისა და ზედმეტი...