მთავარისიახლეებისაზოგადოებათბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში 2017-2018 სააღმზრდელო წლისათვის აღსაზრდელთა რეგისტრაცია დღეიდან იწყება.

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში 2017-2018 სააღმზრდელო წლისათვის აღსაზრდელთა რეგისტრაცია დღეიდან იწყება.

Published on

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ბაღის ბავშვების რეგისტრაცია  ორ ეტაპად განხორციელდება და ჩატარდება ელექტრონულად, სააგენტოს ვებგვერდის – kids.org.ge-ს საშუალებით. პირველი ეტაპი დაიწყება 2017 წლის 7 ივლისს, 13:00 საათზე. პირველ ეტაპზე რეგისტრაციას გაივლიან თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები, ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები, იმ ოჯახების ბავშვები, რომელთა შვილი (შვილები) სარგებლობენ იმავე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მომსახურებით, ასევე 2015 წლის 13-14 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ბავშვები.რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყება 14 ივლისს, 13:00 საათზე და რეგისტრაციას გაივლიან იმ ოჯახების ბავშვები, რომლებიც არ შედიან პირველ ეტაპზე დასარეგიტრირებელთა კატეგორიებში.აღსანიშნავია, რომ სარეგისტრაცია ფორმაში დაემატება ხუთი ახალი საბავშვო ბაღი, რომელთაც უკვე მიენიჭა ნომრები. ესენია: N33-ს საჯარო ბაგა-ბაღი – ვაშლიჯვრის დასახლება, ზონა 2; N69-ე საჯარო ბაგა-ბაღი – ჩიტაიას ქუჩა N6; N74-ე საჯარო ბაგა-ბაღი – პეკინის გამზირი N23; N113-ე საჯარო ბაგა-ბაღი ურეკის ქუჩა N4; სოფელ წინუბნის საბავშვო ბაგა-ბაღი – სოფელი წინუბანი.
 

სიახლეები

ზუგდიდში 24 წლის ბიჭის მკვლელობის მცდელობისთვის ბრადებულს ბრალდება წარუდგინეს

სისხლიანი ანგარიშსწორება ზუგდიდში - საქართველოს პროკურატურამ ინგირში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება...

აშშ-მ პირველად აღიარა, რომ კოსმოსში იარაღი განათავსა

აშშ-მ საჯაროდ პირველად აღიარა, რომ ორბიტაზე იარაღი განათავსა. საჰაერო ძალების მდივან ტროი მინკის თქმით,...

რუსეთმა კიევში ბენზინგასამართი სადგურებს დაარტყა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

15 სექტემბრის ღამეს კიევსა და უკრაინის რამდენიმე რეგიონში რუსული დრონების თავდასხმის საფრთხის გამო საჰაერო...

კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა

კულტურის მინისტრის პოსტზე, მაია ბითაძე დაინიშნა. განცხადება ირაკლი კობახიძემ 15 სექტემბერს, ბრიფინგზე გააკეთა. "დღეს საქართველოს...