მთავარისიახლეებისაზოგადოებაგონიოში ზღვაში გუშინ დაკარგული ახალგაზრდის ცხედარი იპოვეს, 3 ივლისს გაუჩინარებული კობა ბაკურიძის...

გონიოში ზღვაში გუშინ დაკარგული ახალგაზრდის ცხედარი იპოვეს, 3 ივლისს გაუჩინარებული კობა ბაკურიძის ბედი კი გაურკვეველი რჩება

Published on

 ორდღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა გონიოში, ზღვაში დაკარგული 25 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. მისი პოვნა დღეს დილამდე ვერ მოხერხდა. 
 
პარალელურად, გრძელდება 45 წლის მამაკაცის სამძებრო სამუშაოები, რომელიც ბათუმში ზღვაში 3 ივლისს გაუჩინარდა. მას მთელი ეს დღეები უშედეგოდ ეძებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოა ეს ადამიანი  უფლებადამცველის, თამაზ ბაკურიძის ძმა კობა ბაკურიძე იყოს, რომელიც ასევე 3 ივლისს გაუჩინარდა.
 
დღეს თამაზ ბაკურიძემ  ძმის  გაუჩინარებასთან დაკავშირებით საგამოძიებო ორგანოს ჩვენება მისცა. იგი ბულვარის ტერიტორიაზე დამონტაჟებული ვიდეოკამერებიდან ჩანაწერების ამოღებას ითხოვს.
 
როგორც ბაკურიძემ განაცხადა, თვითმხილველებმა მისი ძმის გაუჩინარებაზე სხვადასხვა  ვერსიები მიაწოდეს. მისივე თქმით, სანაპიროზე დატოვებული ფეხსაცმელი კობა ბაკურიძეს არ ეკუთვნის. 
 
"გუშინ საღამოს, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიმყოფებოდით, როდესაც ვიღაც ქალბატონი მოვიდა და გვითხრა, რომ მან ჩემი ძმა, კობა დაინახა. ქალბატონის ინფორმაციით, კობა ანბანის კოშკის მიმდებარედ წყალში შევიდა და სასტუმრო "შერატონის" მიმართულებით მიცურავდა. როგორც იგი ამბობს, არანაირი საფრთხე არ შეუმჩნევია. . ქალბატონის საუბრისას ახალგაზრდა მამაკაციც მოვიდა და განსხვავებული ვერსია გვითხრა. მამაკაცის ინფორმაციით, კობა იმავე დღეს საღამოს ცხრის ნახევრისთვის ბულვარში, შაუმიანის ქუჩაზე გადაადგილდებოდა და მაისური და ფეხსაცმელი არ ეცვა. კობას მაისური ნამდვილად არ ეცვა, რადგან ავტომობილში ჰქონდა დატოვებული. 
 
ვინაიდან მაშველებისა და ამ მამაკაცის ნათქვამი არ ემთხვევა, ამიტომ საგამოძიებო ორგანოებს ბულვარის ტერიტორიიდან ვიდეომასალების ამოღებას ვთხოვთ, სად გადაადგილდებოდა და შევიდა თუ არა მეორედ ზღვაში?! კითხვები გაჩნდა და ბუნებრივია, პასუხი უნდა გაეცეს. 
 
კობამ სანაპიროზე ორი ნივთი – ავტომობილის გასაღები და ფეხსაცმელი დატოვა. თავდაპირველად ვიფიქრე, რომ ფეხსაცმელი ნამდვილად მას ეკუთვნოდა, თუმცა, აღმოჩნდა, რომ ზომაც არ ემთხვევა. მას ნამდვილად არ ეკუთვის ეს ფეხსაცმელი. ამავდროულად, ძალიან მოძველებული იყო, რომელსაც კობა არ ჩაიცვამდა“, – განაცხადა ბაკურიძემ.
 
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

სიახლეები

შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე გიორგი გედენიძეს 2000-ლარიანი...

საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელზე ძებნა გამოცხადდა

საქართველოს რკინიგზის ყოფილ ხელმძღვანელზე, დავით ფერაძეზე ძებნა გამოცხადდა - სუს-მა სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში ჯამში...

რუსეთის დუმის არჩევნები 2026 წლის 20 სექტემბერს ჩატარდება

პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც მეცხრე მოწვევის სახელმწიფო დუმის არჩევნები 2026 წლის 20...

ლავრა საუკუნეებს გაუძლებს! მოსკოვი დაეცემა! – რობერტ „მადიარ“ ბროვდი

"ლავრა საუკუნეებს გაუძლებს! მოსკოვი დაეცემა!... ბრაზის აფეთქებების ნაცვლად საწვავის აფეთქებები – პრაგმატული სასჯელი, ემოციებისა და ზედმეტი...