მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში ცემენტის ქარხნის მშენებლობის საკითხზე გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის საჯარო განხილვა მოეწყობა...

ზუგდიდში ცემენტის ქარხნის მშენებლობის საკითხზე გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის საჯარო განხილვა მოეწყობა [Video]

Published on

მოძრაობა „სამეგრელოს ხმა“ დღეიდან ანალიტიკური კვლევითი ჯგუფი ხდება, რომელიც შეისწავლის რეგიონში არსებულ ეკოლოგიურ და სოციალურ პრობლემებს, რომლის გადაწყვეტის პროცესში აქტიურ მედიატორობას გასწევს ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის . ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს ორგანიზაციის დამფუძნებელმა თენგიზ ჯგუშიამ განუცხადა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ჯგუფი ცემენტის ქარხნის საკითხზე მუშაობს, რომლის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის საჯარო განხილვა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში 25 აგვისტოს 17:00 საათზე მოეწყობა. შეხვედრაზე მონაწილეობას მიიღებენ გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის სამინისტროების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ადამიანები, რომლებიც ამ თემით უშუალოდ არიან დაინტერესებული.
თენგიზ ჯგუშიას თქმით, პროკურატურას ცემენტის ქარხნის თემაზე ორი ძირითადი განცხადებით მიმართა, საუბარია ადგილობრივი ხელისუფლების პასუხისგებლობასა და ტერიტორიაზე, რომელიც სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენდა იმ დროს, როცა ცემენტის ქარხნის უკანონო მშენებლობა დაიწყო.
თენგიზ ჯგუშია მოუწოდებს ადგილობრივ ხელისუფლებას, კერძოდ კი საკრებულოს თავმჯდომარეს და „ქართული ოცნების „ მერობის კანდიდატს, მამუკა წოწერიას, ჩაერთოს განხილვების პროცესში და გაითავისოს ყველა ის პასუხისმგებლობა, რაც ამ საქმესთან აკავშირებს, ასევე მოუწოდებს ყოფილ მერს გიორგი შენგელიას, აქტიურად ჩაერთოს განხილვის პროცესში.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, ენგურქაღალდკომბინატის ტერიტორიაზე, სადაც ცემენტის ქარხნის მშენნებლობაა დაწყებული „სამეგრელოს ხმის „ ლიდერმა თენგიზ ჯგუშიამ მოსახლეობასთან ერთად გამაფრთხილებელი აქცია რამდენჯერმე ჩაატარა რამდენიმე თვის წინ. ქარხნის მშენებლობაზე ნებართვა გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერაა გაცემული, თუმცა, როგორც ჯგუშია ამბობს, აქ მითითებულია ფაიფურში, დემურიას ქუჩა, ქარხანა კი ჯანაშიას ქუჩაზე შენდება. მაშინ თენგიზ ჯგუშიამ ადგილობრივი ხელისუფლება მშენებლობის უკანონო ნებართვის გაცემაში დაადანაშულა, რაც მერიაში კატეგორიულად უარყვეს. ადგილობრივების თქმით, ცემენტის ქარხანა დასახლებულ პუნქტთან ახლოსაა და მის აშენებას არ დაუშვებენ. შეგახსენებთ, რომ ჯანაშიას ქუჩაზე ცემენტის ქარხანას კომპანია „ცემენტ კოლხეთი“ აშენებს.

სიახლეები

მერცის თქმით, ის და ტრამპი ერთ პოზიციაზე არიან ირანის რეჟიმის ჩამოშორების საკითხში

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ ის და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი "ერთსა და...

სამეგრელოში,განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მარტვილის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის...

კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან, ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ინფორმაციას ადგილობრივი...

9 მარტს, დედაქალაქში სტუდენტების მასშტაბური აქცია დაანონსდა

სტუდენტები და პროფესორები კობახიძის განათლების რეფორმის წინააღმდეგ, 9 მარტს, დიდ აქციაზე გამოდიან. მსვლელობა, მომდევნო...