მთავარისიახლეებისაზოგადოება"საზოგადოებრივი მაუწყებლიდან" რამდენიმე ათეული თანამშრომელი დაითხოვეს

“საზოგადოებრივი მაუწყებლიდან” რამდენიმე ათეული თანამშრომელი დაითხოვეს

Published on

"საზოგადოებრივი მაუწყებლიდან" რამდენიმე ათეული თანამშრომელი დაითხოვეს. ოფიციალურ მიზეზად, არხზე გამოცხადებული რეორგანიზაცია სახელდება. არხის ხელმძღვანელობა გათავისუფლებულთა ზუსტ რაოდენობას ვერ ასახელებს.
 
„თანამშრომლების რაღაც გარკვეული კატეგორია ალბათ გათავისუფლდება იმიტომ, რომ 17 ივლისს იხურება ყველა გადაცემა პირველ არხზეც და მეორე არხზეც, მაგრამ კონკრეტულად რამდენი ადამიანი იქნება, მაგას მე ვერ გეტყვით, ჯერ არ ვიცი. რა თქმა უნდა, იქნებიან ადამიანები, რომლებიც სხვანაირად ხედავენ ამ პროცესს, მაგრამ ის, რომ რეორგანიზაციაა აუცილებელი და ორგანიზაციის განვითარება არის აუცილებელი, მე მგონი ამაზე უარს არავინ არ ამბობს და ამას ყველა ადასტურებს,“ – აცხადებს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორის მრჩეველი, ია ანთაძე.
 
თავად ჟურნალისტები ამბობენ, რომ ეს მოსალოდნელი იყო  მას შემდეგ, რაც არხის ხელმძღვანელობამ მათ რამდენიმე თვიანი კონტრაქტის გაფორმება შესთავაზა, რაზეც ზოგიერთმა უარი თქვა, რადგან პპროფესიული თვამოყვარეობის შელახვად მიიჩნია. ერთერთი მათგანი ჟურნალისტი  ირაკლი ტაბლიაშვილი თავის უარს ასე განმარტავს: 
„ეს იყო დასაქმება რეალურად და არა უფრო მაღალი რანგის შემოთავაზება. არ ვიცი რამდენ ადამიანს დაეგზავნა სხვას, რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, მინიმუმ რამდენიმე ათეულს. ამ პერიოდში გადაცემების გაჩერება, მათ შორის პოლიტიკური გადაცემების, მგონია, რომ არის პრინციპული შეცდომა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" დღევანდელი ხელმძღვანელობის,“-განაცხადა მან.

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...