მთავარისიახლეებისაზოგადოებაგანათლების მინისტრი: „გამოცდები სტრესია და სადაც არის კონდიციონერი, სამწუხაროდ, გულის წასვლის...

განათლების მინისტრი: „გამოცდები სტრესია და სადაც არის კონდიციონერი, სამწუხაროდ, გულის წასვლის შემთხვევები იქაც ფიქსირდება“

Published on

განათლების მინისტრმა დღეს, საგამოცდო ცენტრებში სიცხის გამო შექმნილი პრობლემების შესახებ, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
 
„გამოცდები სტრესია და სადაც არის კონდიციონერი, სამწუხაროდ, გულის წასვლის შემთხვევები იქაც ფიქსირდება“, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ. 
 
„სამწუხაროდ, გამოცდების დაწყების პერიოდს დაემთხვა ტემპერატურის მნიშვნელოვანი ზრდა. იმედი გვაქვს, რომ ყველა ცენტრში გვექნება კონდიციონერი. რაც შეეხება იმ შემთხვევებს, როცა კონდიციონერს არ რთავენ, ზოგჯერ ადგილი აქვს ტექნიკურ პრობლემას. სამწუხაროდ, ზოგჯერ ისეთი ვითარება გვაქვს, რომ ის პირიქით ხელს უშლის რომელიმე აბიტურიენტს. ეს ის თემაა, რის გამოსწორებაზეც უნდა ვიმუშაოთ. რაც შეეხება ერთიან ეროვნულ გამოცდებს. ის გეგმიურად მიდის, სერიოზული ხარვეზები არ ფიქსირდება“, – ამბობს განათლების მინისტრი.

სიახლეები

ზუგდიდში 24 წლის ბიჭის მკვლელობის მცდელობისთვის ბრადებულს ბრალდება წარუდგინეს

სისხლიანი ანგარიშსწორება ზუგდიდში - საქართველოს პროკურატურამ ინგირში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება...

აშშ-მ პირველად აღიარა, რომ კოსმოსში იარაღი განათავსა

აშშ-მ საჯაროდ პირველად აღიარა, რომ ორბიტაზე იარაღი განათავსა. საჰაერო ძალების მდივან ტროი მინკის თქმით,...

რუსეთმა კიევში ბენზინგასამართი სადგურებს დაარტყა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

15 სექტემბრის ღამეს კიევსა და უკრაინის რამდენიმე რეგიონში რუსული დრონების თავდასხმის საფრთხის გამო საჰაერო...

კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა

კულტურის მინისტრის პოსტზე, მაია ბითაძე დაინიშნა. განცხადება ირაკლი კობახიძემ 15 სექტემბერს, ბრიფინგზე გააკეთა. "დღეს საქართველოს...