მთავარისიახლეებისაზოგადოება,,სითი პარკს'' მანქანა გადმოუვარდა...

,,სითი პარკს” მანქანა გადმოუვარდა…

Published on

სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო, რომელზედაც აღბეჭდილია ,,სითი პარკის'' მიერ დღეს  არასწორად პარკირებული ავტომობილის გადატანისას მომხდარი კურიოზული ( თუმცა მფლობელისათვის საკმაოდ მძიმე)  შემთხვევა: ,, სითი პარკს მანქანა გადმოუვარდაო :/
პატრონი რა ჭკუაზე იქნება …'' წერს ფოტოს ავტორი კობა სუბელიანი.
 
ეს შემთხვევა კიდევ ერთი არგუმენტია თბილისელი მძღოლებისათვის  ყელში ამოსული ,,სითი პარკის'' კრიტიკისათვის.
 აქვე შეგახსენებთ თბილისის მერობის კანდიდატის ზაალ უდუმაშვილის წინასაარჩევნო განცხადებას: 
ჩემი თბილისის მერად არჩევის შემთხვევაში, ერთ-ერთი პირველი საკითხი ”სითი პარკის” ამ ქალაქიდან მოშორება იქნება.'' 
 
უდუმაშვილის განცხადებით, წინა ხელისუფლების შეცდომა იყო, რომ ”სითი პარკს” 2025 წლამდე კაბალური ხელშეკრულება გაუფორმა. მისი თქმით, კომპანია ვერ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას, რის გამოც თბილისის მერიამ მასთან გაფორმებული ხელშეკრულება დროულად უნდა შეწყვიტოს. 
ზაალ უდუმაშვილი ასევე საზოგადოების მოტყუებაში ადანაშაულებს თბილისის მოქმედ მერს დავით ნარმანიას და აღნიშნავს, რომ ნარმანიას ერთ-ერთი საარჩევნო დაპირება სწორედ ”სითი პარკთან” დადებული ხელშეკრულების გაუქმება იყო, თუმცა ეს დაპირება არ შესრულებულა. მისი თქმით, დედაქალაქის მთავრობა ისევე კომფორტულად აგრძელებს ”სითი პარკთან” თანამშრომლობას, როგორც მათი წინამორბედები. 
 
ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, მისი არჩევის შემთხვევაში მოხდება ინვესტორის მოძიება, რომელიც ქალაქში საპარკინგე ინფრასტრუქტურას მოაწესრიგებს, ხოლო საჯარიმო სანქციებს არა რიგითი მოქალაქეები, არამედ თავად ინვესტორი გადაიხდის, რომელიც თბილისის მასშტაბით შეღავათიანი პირობებით გააგრძელებს ოპერირებას. 
 
”ყოველდღიურად ათეულობით თბილისელის მანქანა გადმოჰყავთ ”სითი პარკის” საჯარიმოზე არასწორი პარკირებისთვის, თუმცა არავინ სცემს პასუხს თუ როგორ უნდა დაპარკინგდე ქალაქში, სადაც არც ერთი პარკირება არ არსებობს. იმის ნაცვლად, რომ ამ კომპანიას დედაქალქში საპარკინგე ინფრასტრუქტურა მოეწესრიგებინა, შემოვიდა მხოლოდ ერთი ფუნჯით და საღებავით და უბრალოდ დახაზა ქუჩები. ამის შემდეგ კი ის თბილისელებისგან იღებს მილიონობით ბეგარას. ვფიქრობ, ძალიან დიდი შეცდომა იყო წინა ხელისუფლების, რომელმაც ასეთი კაბალური ხელშეკრულება გაუფორმა ”სითი პარკს” 2025 წლამდე, ხოლო მოქმედმა ხელისუფლებამ კომფორტულად გადაიბარა ურთიერთობა ამ კომპანიასთან და ისიც გააკეთა, რომ თბილისელებს გაუზარდა გადასახადი. ჩემი თბილისის მერად არჩევის შემთხვევაში ერთ-ერთი პირველი საკითხი ”სითი პარკის” ამ ქალაქიდან ჩამოშორება იქნება. მოვნახავ ინვესტორს, რომელიც ვალდებული იქნება მოაწესრიგოს საპარკინგე ინფრასტრუქტურა. რაც შეეხება მრავალმილიონიან საჯარიმო სანქციებს, გადაიხდის თავად ინვესტორი და არა რიგითი მოქალაქეები. სამაგიეროდ, ინვესტორს შევთავაზებთ შეღავათიან პირობებს”, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა. 
 
თბილისის მერობის კანდიდატმა ასევე ყურადღება გაამახვილა, შემოვლითი რკინიგზის პროექტთან დაკავშირებითაც და აღნიშნა, რომ მისი მერად არჩევის შემთხვევაში, პროექტი, რომელიც ამ დროისთვის შეჩერებულია, აუცილებლად აღდგება. მისივე განცხადებით, შემოვლითი რკინიგზა ქალაქის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, ამავდროულად მოხსნის მილიობით მოქალაქის პრობლემას საცობებთან დაკავშირებით.

 
 
 
 

სიახლეები

კორუფციისთვის ნასამართლევ საჯარო მოხელეებს დეკლარაციების შევსება 30 წლის განმავლობაში მოუწევთ

“ოცნების“ ახალი კანონპროექტი - კორუფციისთვის ნასამართლევ საჯარო მოხელეებს დეკლარაციების შევსება 30 წლის განმავლობაში მოუწევთ. პარტიის...

ელენე ხოშტარიასთვის წარდგენილი ბრალდება 1-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, ზარალი კი 570 ლარია

პროკურატურამ პარტია დროას ლიდერს, ელენე ხოშტარიას სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე ელენე ხოშტარიას ბრალდება წარუდგინა. "შინაგან საქმეთა...

საბა ბუაძე: სრულად დავტოვე ლელო

საბა ბუაძემ პარტია ლელო დატოვა. როგორც ის სოციალურ ქსელში გამოყვენებულ პოსტში წერს, პოლიტიკაში რჩება...

“მოძალადე” და “ექსტრემიზმის წამხალისებელი” – ასე მოიხსენია კალაძემ ევროკავშირის ელჩი

კახა კალაძემ ევროკავშირის ელჩი "მოძალადედ" და "ექსტრემიზმის წამხალისებლად" გამოაცხადა - თბილისის მერი ამტკიცებს, რომ...