მთავარისიახლეებისაზოგადოებარატომ გაუქმდა სამთავრობო კომისია? პატრიარქი განაწყენებულია? თუ სინოდი და ხელისუფლება ,,ციანიდის''...

რატომ გაუქმდა სამთავრობო კომისია? პატრიარქი განაწყენებულია? თუ სინოდი და ხელისუფლება ,,ციანიდის” სკანდალური საქმის ფონზე გაურბიან საეკლესიო თემატიკის ზედმეტად შეხსენებას მოსახლეობისათვის?

Published on

საქართველოსმთავრობამ მართლმადიდებელ ეკლესიასთან და ილია მეორესთან დაკავშირებული საიუბილეო ღონისძიებების ჩასატარებლად  შექმნილი კომისია გააუქმა, თუმცა შესაბამის განკარგულებაში ამის  მიზეზი მითითებული არ არის და არც შემდეგ  განმარტებულა,მიუხედავად იმისა, რომ განკარგულება 21 ივნისს, უკვე  თხუთმეტ დღეზე მეტია გამოქვეყნდა.
 
აწ უკვე გაუქმებული კომისიის შექმნის შესახებ განკარგულება მთავრობამ 2017 წლის 23 მაისს მიიღო,  სამთავრობო კომისიას  საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილის თავმჯდომარეობით უნდა მოეხდინა ილია მეორის აღსაყდრების სადღესასწაულო  ღონისძიებების ორგანიზება, რომელიც   წელს, 25 დეკემბერს უნდა გამართულიყო. 
 
მოულოდნელად, კომისიის შექმნიდან მეორე დღეს საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, რომლითაც პატრიარქის აღსაყდრების 40 წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილი ზეიმი გაუქმდა.
 
„მსოფლიოში შექმნილი არასტაბილური მდგომარეობისა და საქართველოში არსებული სოციალური ვითარების გათვალისწინებით, მისი უწმიდესობისა და უნეტარესობის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით გაუქმდა კათალიკოს-პატრიარქის აღსაყდრების 40 წლისთავთან დაკავშირებული საიუბილეო ზეიმი და მართლმდიდებელ ეკლესიათა მეთაურებისა და სხვა საპატიო სასულიერო და საერო პირთა საქართველოში მოწვევა“, – აღნიშნული იყო საპატრიარქოს განცხადებაში. 
 
,, მსოფლიოში შექმნილი არასტაბილური მდგომარეობა და საქართველოში არსებული სოციალური ვითარება'' არახალია და ამდენად ნაკლებად დამაჯერებელი  არგუმენტია ამ გადაწყვეტილების შეცვლისთვის. ,,აქ რაღაც სხვაშია საქმე. პატრიარქი განაწყენებულია? ხელისუფლება ციანიდის სკანდალური საქმის ფონზე გაურბის საეკლესიო თემატიკის ზედმეტად შეხსენებას საკუთარი მოსახლეობისა და საერთაშორისო საზოგადოებისთვის? '' – სვამენ კითხვას სოციალურ ქსელში. 
 
 
 
 
 
 
 

სიახლეები

ზუგდიდში 24 წლის ბიჭის მკვლელობის მცდელობისთვის ბრადებულს ბრალდება წარუდგინეს

სისხლიანი ანგარიშსწორება ზუგდიდში - საქართველოს პროკურატურამ ინგირში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება...

აშშ-მ პირველად აღიარა, რომ კოსმოსში იარაღი განათავსა

აშშ-მ საჯაროდ პირველად აღიარა, რომ ორბიტაზე იარაღი განათავსა. საჰაერო ძალების მდივან ტროი მინკის თქმით,...

რუსეთმა კიევში ბენზინგასამართი სადგურებს დაარტყა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

15 სექტემბრის ღამეს კიევსა და უკრაინის რამდენიმე რეგიონში რუსული დრონების თავდასხმის საფრთხის გამო საჰაერო...

კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა

კულტურის მინისტრის პოსტზე, მაია ბითაძე დაინიშნა. განცხადება ირაკლი კობახიძემ 15 სექტემბერს, ბრიფინგზე გააკეთა. "დღეს საქართველოს...